ნეა ფილადელფია: მიხალის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილები ხორვატი, ალბანელი და სამი ბერძენი არიან
29 წლის მიხალის კაცურის მკვლელობაში ხუთი მთავარი ეჭვმიტანილი გამოიკვეთა.
აქცენტი, რა თქმა უნდა, კეთდებოდა უშუალოდ იმ ადამიანის ძებნაზე, რომელმაც გარდაცვლილს სასიკვდილო დარტყმა მიაყენა.
ძიების შედეგად პოლიციამ გამოავლინა ხუთი მთავარი ეჭვმიტანილი. ისინი არიან- ხორვატი, ალბანელი და სამი ბერძენი. ალბანელს და ხორვატს, დაკავების დროს თან აღმოაჩნდათ სისხლიანი დასაკეცი დანები და დაუყონებლივ გამოეყვნენ დანარჩენ დაკავებულებს, როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილები. სამი ბერძენი კი ბერძნული გუნდის ორგანიზებული გულშემატკივარია და მძიმე კრიმინალური წარსული აქვთ.
პირველი მთავარი ეჭვმიტანილი 27 წლის ბერძენია, რომლის ვინაობაც პოლიციისათვის ნაცნობია. ის წარსულში ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულის გამო ოთხჯერ იყო დაკავებული.
მისი სახელი ფიგურირებდა კრიმინალური ორგანიზაციის საქმეში, რომელსაც ქალი ხელმძღვანელობდა. დაჯგუფება ორგანიზებას უწევდა რეიდებს, ქურდობას და თავდასხმებს.
ის ფლობს პანათინაიკოსის სტადიონის უკან, ალექსანდრას გამზირზე მდებარე მაღაზიას, რომელსაც ხუთშაბათს, შუადღისას, მოტოციკლეტებით მყოფმა ათმა პირმა ზიანი მიაყენა. დამნაშავეებმა ჩაამტვრიეს მინები და მიიმალნენ, პოლიცია კი მიიჩნევს, რომ ეს არის შურისძიება სხვა გუნდის ორგანიზებული გულშემატკივრების მხრიდან.
მეორე მთავარი ეჭვმიტანილი ასევე ბერძენი, 27 წლის, რომელიც 2022 წლის თებერვალში სპორტულ ძალადობის ინციდენტებში მონაწილეობდა.
დღეს, დღის მეორე ნახევარში და უსაფრთხოების მკაცრი ზომებით, მისი ორივე მშობლის თანდასწრებით, მიხალის კაცურის დაკრძალვა გაიმართება. მისი დედა გაწერეს წითელი ჯვრიდან, სადაც ის საავადმყოფოში იყო გადაყვანილი გულის შეტევის სიმპტომებით, ხოლო მის მამას, რომელიც საავადმყოფოში გონების დაკარგვის ეპიზოდის შემდეგ შეიყვანეს , სავარაუდოდ, დღის განმავლობაში გაწერენ შვილის დაკრძალვაზე დასასწრებად.
წირვა აღევლინება 17:00 საათზე, წმინდა კონსტანტინოსის ეკლესიაში, ელეფსინაში, სადაც ის ცხოვრობდა.
