როდოსი: დაფიქსირდა ნავი, რომელშიც 22 მიგრანტი, მათ შორის ოთხი ბავშვი იმყოფებოდა
წუხელ, კუნძულ როდოსზე არხაგელოს საზღვაო რაიონში პორტის დაცვამ მცურავი იალქნიანი ნავი დააფიქსირა, რომელზეც 22 მიგრანტი იმყოფებოდა(12 მამაკაცი, 4 ქალი და 4 ბავშვი).
სანაპირო დაცვის სამაშველო სამსახურმა ნავზე მყოფი მიგრანტები აიყვანა და ისინი როდოსის ახალ ნავმისადგომზე უსაფრთხოდ გადაიყვანა.
როდოსის ცენტრალურმა, საპორტო სამმართველომ რომელიც წინასწარ გამოძიებას აწარმოებს, ნავის მგზავრებს შორის მყოფი ორი უცხოელი, 44 წლის და 48 წლის დააკავა რომლებიც, როგორც გაირკვა მიგრანტების გადამყვანი კონტრაბანდისტები არიან, ხოლო იალქნიანი ნავი კი ამოღებულია.
Facebook Comments Box
