Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

მძიმე ავარია კიფისიას გამზირზე: ავტომობილი მაღაზიის ვიტრინას შეეჯახა

დღეს, 15 აგვისტოს, დილის 08:30 საათზე, მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ჯიპის ახალგაზრდა  მძღოლი მრავლობითი დაზიანებებით მეხანძრე-მაშველებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევა ამარუსის რაიონში, კიფისიას გამზირზე,  სატრანსპორტო ზოლში მოხდა.  ავტომობილმა კონტროლი დაკარგა და 25 წლის მძღოლი მაღაზიის ვიტრინაში შევარდა. საბედნიეროდ, დღესასწაულთან დაკავშირებით ის დაკეტილი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მსხვერპლის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნებოდა. მხოლოდ სასწაულით მანქანა არ შეჯახებია არც ფეხით მოსიარულეებს და არც სხვა მანქანებს.

მანქანა ამორფულ მასად გადაიქცა და მეხანძრე-მაშველებმა მძღოლი დიდი გაჭირვებით გამოიყვანეს. ის საავადმყოფოში ცოცხალი, მაგრამ მრავლობითი დაზიანებებით არის მოთავსებული.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *