4 ოქტომბერს ათენი Allwyn x McLaren Racing-ს უმასპინძლებს
4 ოქტომბერს ათენი Allwyn x McLaren Racing-ს უმასპინძლებს
ათენში, 4 ოქტომბერს OAKA-ს ოლიმპიურ კომპლექსში, პირველად საბერძნეთში გაიმართება Allwyn x McLaren Racing: Live in Athens, საერთაშორისო დონის საავტომობილო ღონისძიება, რომელიც ათასობით მოტოსპორტის მოყვარულს უმასპინძლებს.
ღონისძიების მთავარი სანახაობა McLaren-ის ორი საკულტო ბოლიდი იქნება, თანამედროვე MCL60 და ლეგენდარული McLaren MP4/6, რომლითაც აირტონ სენამ 1991 წელს ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
დემონსტრაციებში მონაწილეობას მიიღებენ ორგზის მსოფლიო ჩემპიონი მიკა ჰაკინენი, რომელიც MP4/6 მართავს და IndyCar-ის მრბოლელი პატო ო’უორდი, რომელიც MCL60-ის შესაძლებლობებს წარმოადგენს.
ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყობა Fan Zone, სადაც სტუმრები შეძლებენ სარბოლო სიმულატორების გამოცდას, შოუქარების დათვალიერებას, სხვადასხვა ინტერაქტიულ აქტივობაში მონაწილეობას და მოტოსპორტის ცნობილ წარმომადგენლებთან შეხვედრას.
ათენი გახდება Allwyn-სა და McLaren Racing-ს შორის დაგეგმილი ახალი საერთაშორისო გულშემატკივრული ღონისძიებების სერიის პირველი მასპინძელი, რითაც საბერძნეთის დედაქალაქი საერთაშორისო მოტოსპორტის რუკაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.
