Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთი

ხალკიდიკი: ქალმა ფასიან სანაპიროზე საკვები ამოიღო და შენიშვნა მიიღო-რას პასუხობენ მენეჯერები

სერიოზული საჩივარი შეიტანა სალონიკში, სითონია ხალკიდიკის კერძო პლაჟის ბარის მომსახურე პერსონალის წინააღმდეგ ქალმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მას აუკრძალეს პლაჟზე ყოფნის დროს შვილისთვის სახლიდან მიტანილი საკვების მიცემა და მოუწოდეს ბავშვის გამოსაკვებად მანქანაში ჩამჯდარიყო.

როგორც დედამ აღწერა, ოჯახთან ერთად ფასიან სანაპიროზე მისვლისას მათ იქირავეს შეზლონგები, ასევე მიირთვეს ყავა და შეიძინეს საკვები ადგილობრივი ბარიდან, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, უპრეცედენტო ფაქტის წინაშე დადგა, როდესაც ბარის სერვიტორებმა არ მისცეს უფლება ბავშვისთვის სახლიდან მიტანილი სადილი მიეცა და მოუწოდეს ამისთვის კერძო ტერიტორია დაეტოვებინა და მანქანაში ჩამჯდარიყო.

თავის მხრივ Sithonia Halkidiki-ის სანაპირო ბარის მენეჯერები დედის საჩივრის საპირისპიროდ მომხდარის საკუთარ ვერსიას ავრცელებენ.

“ბავშვებისთვის ყველაფერი ნებადართულია” – განაცხადა ბარის მენეჯერმა, სადაც ინციდენტი მოხდა.

„ქალბატონმა თან მოიტანა საჭმელი- ეს იყო “პასტიციო”. ბავშვებისთვის დაშვებულია სანაპიროზე საკუთარი საკვების მიცემა და მაცივარშიც კი ვინახავთ, რომ არ გაფუჭდეს, მაგრამ ქალბატონმა საჭმელი ამოიღო და იმის მაგივრად, რომ შვილისთვის მიეცა, თვითონ და მისმა მეუღლემ მიირთვეს. მიმტანის მოვალეობა იყო ქალბატონისთვის ეცნობებინა, რომ ის ორგანიზებულ სანაპიროზე იმყოფებოდა და ჩვენთან არ ვუშვებთ კლიენტებს თან მოტანილი საკვებით. ეს დასაშვებია ხოლოდ  ბავშვებისთვის-“აცხადებს  მენეჯერი და ირწმუნება რომ მათი ქმედება კანონიერი იყო.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *