Latest news
საჩუქრები ბავშვებისთვის, რომლებიც ყოველთვის ამართლებს 19 წლის გოგონას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება როდემდე გასტანს წვიმიანი ამინდი საბერძნეთში საბერძნეთი: 23 აპრილს გიორგობა აღინიშნება მეტეორაზე მანდილების ჩვეულება გააცოცხლეს - იხილეთ მთამსვლელების ფოტოსურათები წმინდა გიორგის კლდიდან როგორ გამოიყურებოდა Google-ს ლოგო დედამიწის საერთაშორისო დღისთვის მეგობრებს შორის ატეხილი ჩხუბის შედეგად 19 წლის გოგონა ყელისა და თავის არეში მძიმე დაზიანებებით გადაი... ირაკლიო: ელევთერია იაკუმაკი გარდაცვლილი იპოვეს 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა ხუთშაბათიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
საბერძნეთი

კრიტი: „ხელბორკილები“ ​​პატარძლის ძმას და ორ მამაკაცს, რომლებიც ქორწილში ისროდნენ

პარასკევს (18/08), შუადღისას კრიტზე, ირაკლიოს ერთ-ერთ სოფელში, საქორწინო სამზადისის დროს, ქალი ძმის სახლში საპატარძლო კაბას იცვამდა და ჯვრისწერის ცერემონიისთვის ემზადებოდა.

როგორც კი ეკლესიაში წასასვლელად სახლიდან გამოვიდნენ, ორმა მამაკაცმა პისტოლეტები ამოიღო და საზეიმო განწყობის გამოსახატად ჰაერში სროლა დაიწყო.

ახლოს მცხოვრებმა  ადგილობრივებმა ვერ გაიგეს რა ხდებოდა და შეშინებულებმა პოლიცია გამოიძახეს.

შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ სახლში ვერავინ იპოვა, ამიტომ უკან  წავიდნენ. თუმცა, მეორე დღეს, დილით ისევ დაბრუნდნენ გამოძიების დასაწყებად.

სახლში დახვდათ მეპატრონე, რომელიც პატარძლის ძმა იყო და კიდევ ორი მამაკაცი, ისინი ვინც უმიზნო სროლა დაიწყო(ერთი მეჯვარე). პოლიციამ სამივე მათგანი ადგილზე დააკავა.

პარალელურად, პოლიციის თანამშრომლებმა იპოვეს და ამოიღეს სანადირო თოფი, პისტოლეტი და რამდენიმე ტყვია.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *