Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ვრცელდება ინფორმაცია უკრაინის ლიდერის ვოლოდიმირ ზელენსკის ათენში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით

მობილობის საერთაშორისო კვირეულის დაწყებასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრი კირიაკოს მიცოტაკი  ორშაბათს ათენში მიესალმება ბალკანეთისა და უფრო ფართო რეგიონის სახელმწიფოების ლიდერებს.

ვახშამს, რომელიც გაიმართება სასტუმრო დიდ ბრიტანეთში, ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელი და კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრებიან.

თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ვახშამს სავარაუდოდ ასევე დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თუმცა ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას არც ათენი და არც კიევი არ აკეთებს.

უკრაინულ საინფორმაციო არხებზე მთელი დღის განმავლობაში ტრიალებდა ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ათენში ჩასვლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რომელიც ამ დღეებში ევროპულ ტურნეში იმყოფება შვედეთში, დანიასა და ნიდერლანდებში.

მაქსიმოს სასახლეს ზელენსკის სახელი არ დაუსახელებია არაფორმალური კონფერენციის მონაწილეთა შორის, თუმცა აღსანიშნავია რომ  უკრაინის ლიდერი იშვიათად ანონსებს თავის გამოჩენას. აქედან გამომდინარე დიდი ალბათობით მოსალოდნელია, რომ ის ათენში ჩავიდეს და ქალაქის ცენტრალურ სასტუმროში დარჩეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *