ხანძარი: ცეცხლთან ბრძოლა როდოპში, კავალაში, ბეოტიაში, ევიაში, კითნოსში – გრძელდება დასახლებული პუნქტების ევაკუაცია
წუხანდელი ღამე კოშმარული იყო მეხანძრეებისთვის, მოხალისეებისთვის და მაცხოვრებლებისთვის ალექსანდრუპოლში, როდოპში, კავალაში, ბეოტიაში, ევიასა და კითნოსში, რომლებიც ცდილობდნენ ხანძარი კონტროლის ქვეშ მოექციათ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ტყეში 63 ხანძარი გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო მეტეოროლოგიური პირობები უკიდურესად ექსტრემალურია.
ძლიერი ქარი, რომელიც ჯერ კიდევ უბერავს, ადგილზე მეხანძრე-მაშველებს არსებითი ჩარევის საშუალებას არ აძლევდა, რათა შეეზღუდათ ხანძარი, რომელიც სწრაფად ვრცელდებოდა ტერიტორიაზე.
სახანძრო ბრიგადები, მოხალისეები, ასევე მუნიციპალიტეტების და რეგიონის მანქანები, საცხოვრებელი უბნების დასაცავად რეგიონულად ცდილობდნენ ხანძრის რამდენიმე ფრონტის ლოკალიზებას. მანამდე ნეა არტაკში სამრეწველო უბნის ევაკუაციაც დაინიშნა.
ხანძარი ამ დრომდე წვავდა ფიჭვნარს და ზეთისხილის ბაღებს, ასევე მეფრინველეობასა და მესაქონლეობის ფერმებს, თუმცა ზარალის შეფასება ჯერჯერობით არ მომხდარა.
ბევრი ტერიტორია, რომელიც გარშემორტყმული იყო ცეცხლით, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა, რადგან დაზიანებულია PPC ქსელის დიდი ნაწილი. რიგ შემთხვევებში დაზიანებები DEDDIE-ს ეკიპაჟებმა გამოასწორეს, ხოლო მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად დამონტაჟდა გენერატორები.
ქარები ამ დრომდე განსაკუთრებით ძლიერია და ზოგ შემთხვევაში 7 ან 8 ბოფორტს აჭარბებს, ხოლო სამოქალაქო დაცვის მონაცემებით, ტერიტორია დღესაც წითელი განგაშის ზონაშია, ბოეტიასთან და ფთიოტიდის ნაწილთან ერთად.
ალექსანდრუპოლის მიდამოებში 19 აგვისტოს გამთენიისას გაჩენილი ტყის ხანძრის შედეგად ადგილზე 214 მეხანძრე-მაშველი 11 ქვეითთა ჯგუფით და 59 მანქანა მუშაობს, პერიოდულად კი 4 თვითმფრინავი და 3 ვერტმფრენი. მათ მხარდაჭერას უწევენ აგრეთვე საბერძნეთის არმიის ძალები და მოხალისე მეხანძრეები.
