ტრაგედია პატრაში: კარამანდანის ბავშვთა საავადმყოფოში გადაყვანილი 8 წლის გოგონა გარდაიცვალა
8 წლის გოგონა, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ფონდი “Κιβωτός της Αγάπης”(კივოტოს ტის აღაპის) მასპინძლობდა, გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ადგილზე ჩაუტარდა CPR (კარდიოპულმონარული რეანიმაცია) და შემდეგ სასწრაფო დახმარების მობილურმა ბრიგადამ ის უგონო მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანა კარამანდანიოს ბავშვთა საავადმყოფოში, სადაც სამედიცინო პერსონალი მის გადასარჩენად იბრძოდა, თუმცა სამწუხაროდ ვერ შეძლეს.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, პატარა გოგონას სავარაუდოდ, კრუნჩხვა დაემართა, თუმცა მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად გაკვეთა დაინიშნა.
მომხდარის შესახებ მაშინვე აცნობეს პოლიციას, რის შემდეგაც ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე საქმე აღიძრა.
Facebook Comments Box
