Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

კლიმატური ფენომენი “დანიელი” სამხრეთ პელიონში – ავტომანქანები წყალში დაცურავენ

წყალდიდობის გამო თესალიაში შექმნილი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე რჩება, რადგან მეტეოროლოგიური ფენომენი გრძელდება და მთელ რეგიონს მოიცავს.

როგორც მილინას ოლქის პრეზიდენტი, კონსტანტინოს გუძინისი აღნიშნავს მედიასთან საუბრისას, “ლანდშაფტი დაბომბილს ჰგავს, ხიდზე, რომელიც დასახლებას ტრიკერთან აკავშირებს, მოძრაობა შეჩერებულია, მანქანები წყალშია, სახლები  ნიაღვრებმა წაიღო”- აცხადებს ბ-ნი გუძინისი.

ვოლოსის მუნიციპალიტეტის მკაცრი რეკომენდაციის მიუხედავად, ქალაქის მთავარ ქუჩებზე მანქანებისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების თავიდან აცილების შესახებ, ძლიერი წვიმის შედეგად ავტომობილების მოძრაობა არ შეწყვეტილა, რის გამოც ქალაქის მერი, ახილეას ბეოსი პირადად ცდილობდა მძღოლები დაერწმუნებინა სახლში წასულიყვნენ და შეეწყვიტათ მოძრაობა მას შემდეგ, რაც  ყველა საჯარო სერვისი დაიხურა.

ერთ-ერთი მძღოლი, რომლის მანქანაც ნიაღვარმა გაიტაცა ვოლოსში, გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ცნობით, მას ორი საათის განმავლობაში ეძებდნენ, როგორც ცნობილი გახდა, ის ცხოველების გამოსაკვებად იყო წასული. პირველადი ინფორმაციით, მას მეწყრის შედეგად წაქცეული  კედელი დაეცა.

ასევე, დაკარგულად ითვლება 42 წლის მამაკაცი, რომელიც შვილთან ერთად გაუჩინარდა, თუმცა ბავშვი შემდეგ უვნებელი იპოვეს. პირველი ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცი ნიაღვარმა წაიღო, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე გზები მდინარეებად გადაიქცა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *