Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ტრაგედიის ფინალი: ახალგაზრდა დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

პატრაში მცხოვრებმა ახალგაზრდა დედამ დიდი ოდენობის აბების მიღებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მომხდარმა ადგილობრივი საზოგადოება შოკში ჩააგდო. გარდაცვლილი ქალის გვერდით, რომელსაც ჯანმრთელობის კონტროლირებადი პრობლემები ჰქონდა, აბები აღმოაჩინეს, რომელიც მან მიიღო.

გარდაცვლილი ქალი ოჯახში მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო. როგორც გარშემომყოფები საუბრობენ, მეუღლე მასზე გამუდმებით ახორციელებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რისი დამადასტურებელი ფოტო და ვიდეომასალებიც გარდაცვლილის მობილურ ტელეფონში ინახებოდა. ქმარი მას გამუდმებით სცემდა, წაართვა შვილი, ძალადობის ფაქტის შესახებ იცოდნენ მეზობლებმა და მსხვერპლის ახლო წრემ.

მისი გარდაცვალების შემდეგ, საიდუმლო გაამხილეს მისმა ახლო მეგობრებმა, რომლებმაც ისაუბრეს მის ჩალურჯებულ თვალებზე, სისხლჩაქცევებზე მის ხელებსა და ფეხებზე და დაამატეს, რომ ქმარი მას თავის საკუთრებად თვლიდა და ექცეოდა ისე, როგორც მოესურვებოდა.

ახალგაზრდ დედამ ვერ გაუძლო საშინელ ყოფას და ტანჯვისგან თავის დაღწევის  ერთადერთ გზად თვითმკვლელობა გადაწყვიტა.

ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, ოფიციალური საჩივარი უკვე გაკეთდა თუ არა მისი სიკვდილის შემდეგ.

ქმარი ყველგან ამბობდა, რომ თაყვანს სცემდა და ძალიან უყვარდა, თუმცა გარდაცვლილის მობილურში არსებული მასალები და ფოტოები საწინააღმდეგოზე მეტყველებს.

მოძალადეს ვერ წაუყენებენ უშუალო მკვლელობის ბრალდებას, თუმცა სახეზეა ფემიციდის მსხვერპლი ახალგაზრდა ქალი, რომელმაც გამუდმებულ ტანჯვას და დამცირებას სიკვდილი ამჯობინა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *