საბერძნეთი: 6 600 ევროს ოდენობის პირველადი დახმარება სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს
საბერძნეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარელებული ოჯახები სპეციალური განაცხადის გარეშე, ავტომატურად მიიღებენ ანგარიშზე პირველად კომპენსაციას 6600 ევროს ოდენობით, საყოფაცხოვრებო ნივთებისთვის, რემონტისთვის და ძირითადი საჭიროებისთვის.
ისინი პირველად მიიღებენ თანხას ავტომატურად ანგარიშზე, როგორც ეს TAXIS-შია დეკლარირებული და arogi.gov.gr პლატფორმაზე განაცხადის გარეშე.
როგორც კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილემ, ხრისტოს ტრიანდოპულოსმა განმარტა, პირველადი დახმარების პლატფორმის – arogi.gov.gr-ის გახსნისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მთლიანად და მნიშვნელოვნად დაზარალდა წყალდიდობისგან, რათა ავტომატიზირებული გზით მიიღონ საყოფაცხოვრებო ნივთებისა და პირველადი მოხმარების საგნების კომპენსაცია. ესენი არიან იმ სოფლების მკვიდრნი, რომლებიც მთლიანად წყალქვეშ ან წყალში აღმოჩნდა, როგორიცაა მეტამორფოსი და პალამასი.
ეს არის პროცედურა, რომელიც პირველად გამოიყენება, რათა წყალდიდობისგან დაზარალებულებმა განცხადების გარეშე მიიღონ კომპენსაცია 6600 ევროს ოდენობით, რაც ყველაზე მაღალია, რაც კი გაცემულა ოდესმე სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის. აქამდე გაცემული ყველაზე მაღალი კომპენსაცია დაფიქსირდა კლიმატური ფენომენი “იანოსის” შედეგად დაზარალებულთათვის, რომელიც 5000 ევროს შეადგენდა.
მონაცემთა დამუშავების ამოცანა აიღეს AADE-ს აღმასრულებლებმა, რომლებმაც „შეადგინეს“ პირველადი დახმარების პლატფორმა, ისევე როგორც ბ-ნი ტრიანდოპულოს კოლეგებმა კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროში, რომელთაგან ზოგიერთი უკვე იმყოფება ლარისაში, რათა კოორდინაცია გაუწიონ უამინდობის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის შედეგების მართვის პროცედურებს.
