Latest news
27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ზაკინთოსზე ლეპტოსპიროზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა ენერგეტიკა, მიგრაცია, გეოპოლიტიკა: ევროკავშირის გეგმა ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით საბერძნეთის პოლიცია სააპელაციო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს დღეიდან ტრამვაის გადაადგილების განრიგში ცვლილებები შედის დღეს ონასისის საჯარო სკოლებსა და ექსპერიმენტალურ სკოლებში მისაღები გამოცდები ტარდება მეთანა: ექსპერტებმა 100 000 წლის განმავლობაში მიძინებული ვულკანის ფარული აქტოვობა დააფიქსირეს იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სააპელაციო სასამართლომ ნიკოს რომანოსი უდანაშაულოდ სცნო
ორშაბათი, აპრილი 27, 2026
საბერძნეთი

თესალონიკი: პოლიციელმა მოკლა ყოფილი ცოლი, შემდეგ კი თავი მოიკლა

თესალონიკში, კალამარიაში 42 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა ამ დრომდე გაურკვეველი მიზეზით სიცოცხლეს გამოასალმა.

38 წლის მამაკაცმა, რომელიც პირველადი ინფორმაციით პოლიციელი იყო, სავარაუდოდ, ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა რის შემდეგაც ის მუცლის არეში სასიკვდილოდ დაჭრა, შემდეგ კი იმავე იარაღით თავი მოიკლა. მე-6 სართულის ბინაში სროლის შესახებ პოლიციას მეზობლებმა აცნობეს.

მათი ცხედრები კომნინოს 27-ში მდებარე ბინაში დაახლოებით 8:15 საათზე იპოვეს.

მამაკაცმა დილით, მკვლელობამდე, ბავშვები სკოლაში წაიყვანა, უკან დაბრუნებულმა კი მოკლა ყოფილი ცოლი და შემდეგ თავი მოიკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი უკვე გარდაცვლილი იყო, როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების მანქანა ექიმთან ერთად, ცოტა მოგვიანებით კი ექიმისა და მაშველების მცდელობის მიუხედავად, 38 წლის მამაკაციც გარდაიცვალა. მათ ორი საერთო შვილი ჰყავდათ.

ბავშვები სკოლაში იმყოფებიან და მათი ინფორმირებისთვის ფსიქოლოგების დახმარება ითხოვეს.

პოლიციის წყაროების ცნობით ყოფილი ცოლქმრის მხრიდან არ ყოფილა განაცხადი გაკეთებული ოჯახური პრობლემების შესახებ და არც ქალის მხრიდან დაფიქსირებულა რაიმე პრეტენზია მუქარის ან ძალადობრივი ქცევის შესახებ.

მომხდარის გასარკვევად შემთხვევის ადგილზე გაგზავნილია სალონიკის დანაშაულების დეპარტამენტის სამმართველოს ჯგუფი.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *