Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
მსოფლიო

ტრაგედია პორტუგალიაში: 10 თვის ბავშვი, რომელიც მამას ავტომანქანაში დაავიწყდა, გარდაიცვალა

გუშინ (13/9) პორტუგალიაში 10 თვის გოგონა გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მამას ის ლისაბონში,  ერთ-ერთი უნივერსიტეტის კამპუსთან გაჩერებულ ჩაკეტილ მანქანაში დაავიწყდა.

როგორც ირკვევა, ბავშვის მამას, ლექტორს და ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელს, დაავიწყდა  შვილის მიყვანა საბავშვო ბაღში მანამდე, სანამ სამსახურში მივიდოდა და დილის რვა საათზე ის უნივერსიტეტის ავტოსადგომზე, მანქანაში ჩაკეტილი დატოვა, თვითონ კი კაბინეტში ავიდა.

გამოძიების ვარაუდით,  პატარა გოგონას ამ დროს ეძინა, გარეთ ტემპერატურა 26 გრადუს ცელსიუსს აღწევდა, ხოლო ჩაკეტილი ავტომანქანის სალონში ტემპერატურამ თანდათან 50 გრადუსს მიაღწია.

შვიდი საათის შემდეგ, 3:30 საათზე, როდესაც მამაკაცი მანქანასთან დაბრუნდა ბავშვი უკანა სავარძელში უგონო მდგომარეობაში მყოფი იპოვა. მან მაშინვე გამოიძახა სასწრაფო დახმარება, მაგრამ მისი გადარჩენის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალა.

მძიმე მდგომარეობაში მყოფ დედას, რომელიც შვილის გარდაცვალების ადგილზე თვითონ მივიდა, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ.

გარდაცვლილ ბავშვს ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის შედეგებიც ჯერჯერობით უცნობია.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *