Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
მსოფლიო

პოლიციის და სამხედრო ძალების უპრეცედენტო მობილიზება კამერუნში-იგეგმებოდა ცნობილი ფეხბურთელის კილიან მბაპეს გატაცება

ცნობილი ფეხბურთელი კილიან მბაპე გასულ კვირას კიმ კარდაშიანთან და კენდალ ჯენერთან ერთად ფლორიდაში იმყოფებოდა და ის შვებულებას კამერუნში აგრძელებს.

მბაპე მშობლიურ ქალაქს ეწვია და სურდა მოენახულებინა მამის სახლი, სადაც იზრდებოდა საფრანგეთში ემიგრაციამდე.

თუმცა, იმის გამო, რომ აქტიურად გავრცელდა ხმები კამერუნში მისი გარდაუვალი გატაცების  შესახებ,  მისი დაცვა ქვეყნის არმიამ აიღო.

სამხედროებმა და პოლიციამ ის დაჯავშნული ავტომობილებით მიიყვანეს მამის სახლამდე ბონენდალში, დუალაში. მას ეროვნული ტანსაცმელიც ეცვა და ძნელი იყო ადილობრივ მოსახლეობაში მისი გამორჩევა.

მას თან ახლდა ავტომატური იარაღით შეიარაღებული ათობით პოლიციელი. მობილიზაცია იყო გასაოცარი და ვინც არ იცოდა, რა ხდებოდა იფიქრებდა, რომ ეს იყო არა მბაპე, არამედ აშშ-ს ან ევროპის რომელიმე დიდი ქვეყნის პრეზიდენტი.

მბაპე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა და მისი უსაფრთხოებისთვის უპრეცედენტო ზომები იქნა მიღებული.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *