Latest news
საბერძნეთის ადვოკატთა ასოციაციების დირექტორატი: უნდა დაისაჯოს ევროპის პროკურატურის მუშაობის ხელის შე... როგორც ნაგავი ისე მოისროლეს - აცხადებს 19 წლის მირტოს დედა ხაიდარი: სკოლის აივნიდან 13 წლის მოსწავლე გადავარდა და მძიმედ დაშავდა მირტოს Airbnb-იდან გაყვანის კადრების წაშლასთან დაკავშირებით ბინის მეპატრონე განცხადებას აკეთებს ლიოსიონ: არ მადარდებს ჩემი შვილის ბედი, დაშავებულის მდგომარეობას განვიცდი - აცხადებს 16 წლის მოტოციკ... კალიფსო ძლიერი და ჯანმრთელი ზღვას დაუბრუნდა სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ
ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
საბერძნეთი

ავტობუსების და ტროლეიბუსების გაფიცვა ხვალ, ხუთშაბათს

საბერძნეთის საჯარო სექტორში დასაქმებულთა პროფკავშირების მიერ შრომის კანონპროექტში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატვის მიზნით ხვალ, ხუთშაბათს (21/09), 24 საათიანი გაფიცვა დაანონსდა.

პროფკავშირების წარმომადგენლები შეიკრიბებიან დილით 10:30 საათზე კლათმონოს და სინდაგმას მოედანზე.

საპროტესტო აქციებში საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან მონაწილეობენ ავტობუსების მძღოლები, რომლებიც ცვლის დაწყებიდან დილის 9:00 საათამდე, ხოლო საღამოს 21:00 საათიდან სამუშაო საათების დასრულებამდე გაიფიცებიან.

კერძოდ, ავტობუსები მხოლოდ დილის 9:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე იმოძრავებენ.

იგივე გრაფიკით იმოძრავებენ ტროლეიბუსებიც.

24 საათიან გაფიცვაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე საჰაერო  ტრანსპორტის კონტროლიორები, რის გამოც ავიაკომპანიების ფრენებში მოსალოდნელია ცვლილებები, რის შესახებაც მათ უკვე აცნობეს იმ მგზავრებს, რომელთაც ბილეთები უკვე დაჯავშნული აქვთ წინასწარ.

გაფიცვაში მონაწილეობენ ასევე პედაგოგთა პროფკავშირები, საავადმყოფოების პერსონალი და ექიმები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *