ცხოველთა მიმართ სისასტიკის მორიგი შემთხვევა მიტილინში: 62 წლის კაცმა კნუტი სათევზაო ჯოხით მოკლა
ცხოველების მიმართ გამოვლენილი სისასტიკის მორიგი აღმაშფოთებელი შემთხვევა დაფიქსირდა ამჯერად კუნძულ მიტილინზე, პლომარიში, სადაც 62 წლის მამაკაცმა კნუტი სათევზაო ჯოხის დარტყმით მოკლა.
შემზარავი ფაქტის ჩამდენი ასაკოვანი მამაკაცი, პოლიციამ დააკავა და ორშაბათს, 25 სექტემბერს დილით, გამომძიებელთან ჩვენების მოსაცემად გადაიყვანეს. მომხდარ ფაქტზე მას შესაბამისი ჯარიმა დაეკისრა.
Facebook Comments Box
