Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ტრაგედია პატრაში: ბაბუა და მისი 3 წლის შვილიშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ

საშინელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კვირას, 24 სექტემბერს, საღამოს 23:00 საათამდე, პატრა-ათენის ახალ ეროვნულ გზატკეცილზე.

გავრცელებული ცნობით, ძვირადღირებული ავტომობილის მძღოლმა პატრას მიმართულებით მოძრაობისას ჯერჯერობით დაუდგენელ ვითარებაში საჭეზე კონტროლი დაკარგა, გადავიდა საპირისპირო ზოლში და შეეჯახა გაჩერებულ მანქანას, რომელიც მოძრაობას იწყებდა, რის შემდეგაც გაჩერებულ ავტომანქანას, რომელსაც  ქალი მძღოლი მართავდა ცეცხლი გაუჩნდა.

ძვირადღირებულ ავტომანქანაში, რომელიც საპირისპირო ზოლში გადავიდა ბავშვიც იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდა სასწრაფო დახმარების ოთხი ეკიპაჟი, პოლიცია და სახანძრო სამსახური და მგზავრების გამოყვანა დაიწყო.

დაშავებული ქალი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს, ძვირადღირებული მანქანის მძღოლი მიყენებულ დაზიანებებით ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მანქანაში მყოფი მცირეწლოვანი ბავშვი, გარდაცვლილი მამაკაცის შვილიშვილი  გადაიყვანეს კარამანდანის საავადმყოფოში, სადაც ექიმების მცდელობის მიუხედავად (მას დროულად გაუკეთეს CPR) ვერ გადაარჩინეს.

ავარიას შეესწრნენ ბავშვის მშობლებიც, რომლებიც მათ სხვა მანქანით უკან მიყვებოდნენ, იტყობინება ადგილობრივი მედია.

ნახეთ ვიდეო:

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *