Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
მსოფლიო

პატარა გოგონას და მისი ოჯახის ძაღლებს შორის წარმოუდგენელი ურთიერთობა ამერიკაში, მიჩიგანის შტატში, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

პატარა გოგონას და მისი ოჯახის ძაღლებს შორის წარმოუდგენელი ურთიერთობა ამერიკაში, მიჩიგანის შტატში, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

Guardian-ის ცნობით, ორი წლის გოგონა მიჩიგანის ზემო ნახევარკუნძულზე, ტყეში საათობით გაუჩინარდა.

პოლიციამ დაკარგული ბავშვის სამძებრო ოპერაციაში დრონები და გაწვრთნილი ძაღლები გამოიყენა, სამართალდამცავები და მოქალაქეები მიჩიგანიდან და ვისკონსინიდან დიდხანს ეძებდნენ პატარა გოგონას შორეულ ტყეში.

დაკარგული ბავშვი საბოლოოდ ოჯახის ორ ძაღლთან ერთად ტყეში მძინარე იპოვეს, თუმცა ნანახმა სურათმა თვითმხილველები გააოგნა- ბავშვს პატარა ძაღლზე, როგორც ბალიშზე, თავმიდებულს ეძინა, ხოლო იქვე მწოლიარე  მეორე ძაღლი მათ იცავდა.

”ის დაწვა მიწაზე და გამოიყენა ერთი ძაღლი ბალიშად, ხოლო მეორე ძაღლი მის გვერდით დაწვა და მათ უსაფრთხოებას იცავდა, ეს მართლაც გასაოცარი ამბავია“- ამბობს ადგილობრივი თვითმხილველი.

პოლიციის ოფიცრები მიჩიგანის სამმართველოდან მენომინის ოლქში, დაბა ფეითჰორნში მცხოვრებმა ოჯახმა ორშაბათს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე გამოძახა, როდესაც პატარა გოგონა სახლიდან გაიპარა და უკვალოდ გაუჩინარდა.

დაახლოებით შუაღამისას, შემთხვევითმა პირმა ბავშვი სახლიდან 4,8 კილომეტრში შეამჩნია.  სამედიცინო შემოწმების შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *