Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

ამაზონზე 100-ზე მეტი დელფინი დაიღუპა, წყლის ტემპერატურა 39 გრადუს ცელსიუსს აღწევს

100-ზე მეტი მკვდარი დელფინი აღმოაჩინეს ბოლო ერთ კვირაში ბრაზილიის ამაზონში, სადაც გვალვის გამო წყლის ტემპერატურამ არანორმალურად მაღალ მაჩვენებელს, 39 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.

მკვდარი დელფინები ტეფეს ტბაზე ბოლო შვიდი დღის განმავლობაში შენიშნეს, იტყობინება Mamiraua-ს ინსტიტუტი, რომელსაც ბრაზილიის მეცნიერებათა სამინისტრო აფინანსებს.

“კონკრეტული მიზეზის დადგენა ჯერჯერობით ნაადრევია, მაგრამ ჩვენი ექსპერტების აზრით დელფინების მასობრივი სიკვდილი ნამდვილად დაკავშირებულია მშრალ სეზონთან და ტეფეს ტბის მაღალ ტემპერატურასთან,”- ნათქვამია განცხადებაში.

მკვლევარები და აქტივისტები ცდილობენ გადაარჩინონ ძუძუმწოვრები ტბებიდან მდინარის მთავარ ნაწილზე გადაადგილებით, სადაც წყლის ტემპერატურა შედარებით დაბალია, თუმცა მდინარის დელფინების სხვა მდინარეში გადაყვანა არც ისე უსაფრთხოა, სანამ არ დადასტურდება, რომ წყალში არ არსებობს ტოქსინები ან ვირუსები,- აცხადებენ ინსტიტუტის მკვლევარები.

ამაზონის გვალვა გავლენას ახდენს ეკონომიკაზეც, რადგან 59 მუნიციპალიტეტში პარალიზებულია როგორც ტრანსპორტი, ასევე მდინარეზე თევზჭერის პროცესი.

ხელისუფლება მომავალ ორ კვირაში კიდევ უფრო ინტენსიურ გვალვას ელოდება, რამაც შესაძლოა დელფინების შემდგომი სიკვდილი გამოიწვიოს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *