Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ქალბატონ პანაიოტას „ოდისეა“ ევიაში: 2021 წელს მისი სახლი დაიწვა, 2023 წელს კი ტალახში ჩაიძირა

სტიქია ერთმანეთის მიყოლებით დაატყდა თავს  ევიის მაცხოვრებლებს, რომლებსაც 2021 წლის ხანძრის შედეგად მიღებული ჭრილობები ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მოშუშებული, როცა რამდენიმე დღის წინ საკუთარი ქონება ტალახში ჩაფლული იხილეს.

ქალბატონი პანაიოტა ევიაში დამანგრეველი ხანძრების „სიმბოლოდ“ იქცა კონსტანტინოს ცაკალიდისის ფოტოსურათით. ეს არის ფოტო, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიარა და  რომელზეც მისი აგონია და ტანჯვაა აღბეჭდილი.

სტიქიურმა ფენომენმა ელიასმა ბევრი პრობლემა შექმნა ევიაშიც, ყველაზე მეტად კი მისი სოფელი გუვე დაზარალდა, სადაც ფოტოა გადაღებული.

ფოტო გამოარჩია Guardian-მა იმ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც ბოლო 50 წლის განმავლობაში თავს დაატყდა ევროპას.

სურათი გადაღებულია 2021 წლის აგვისტოში, გუვეში, ევიას დამანგრეველ ხანძრის დროს და ასახავს იმ ტკივილს, რომელსაც განიცდიდნენ უმწეო მაცხოვრებლები, რომლებიც ხედავდნენ როგორ ანადგურებდა სტიქია მათ დახლებს.

2021 წლის ზაფხულში საბერძნეთში ათობით მასიური ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც დაიღუპა სამი ადამიანი, დაშავდა მინიმუმ 20 და განადგურდა ასობით სახლი ისტორიული სიცხის ფონზე, რომელმაც პიკს მიაღწია აგვისტოს დასაწყისში.

„ოცდახუთმა ქვეყანამ გაგზავნა მეხანძრეები და აღჭურვილობა, მათ შორის თვითმფრინავები, და მრავალმა საერთაშორისო ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ დაასახელა ხანძარი, როგორც გლობალური დათბობით გამოწვეული ექსტრემალური ამინდის პირობების მაგალითი.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *