Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

დაშალეს ბანდა, რომელიც უკანონოდ გასცემდა პირადობის მოწმობებსა და პასპორტებს-საქმეში პოლიციის გადამდგარი ოფიცერია.

ჩრდილოეთ საბერძნეთის უშიშროების სამსახურმა დაშალა კრიმინალური ორგანიზაცია, რომლის წევრებიც უკანონოდ გასცემდნენ ბერძნულ პირადობის მოწმობებს და პასპორტებს მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

დანაშაულებრივი ორგანიზაციის დასაშლელად გუშინ, 5 ოქტომბერს, გამთენიისას თესალონიკში, სერესსა და დრამაში ჩატარდა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც დააკავეს ორგანიზაციის 7 წევრი. მათ შორის საბერძნეთის პოლიციის გადამდგარი ოფიცერი.

გარდა ამისა, დააკავეს 5 პირი, რომლებსაც არ ჰქონდათ სამგზავრო დოკუმენტები და უკანონოდ იმყოფებოდნენ ქვეყანაში და რომლებზეც დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრებმა უკვე განახორციელეს ერთი პირადობის მოწმობის გაცემა და დანარჩენის გაცემას აპირებდნენ. საქმეში მონაწილეობდა 24 პირი, მათ შორის მოქმედი პოლიციელი.

მათ წინააღმდეგ საქმე აღიძრა დანაშაულებრივი ორგანიზაციის, დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის, 120 000 ევროს ოდენობის ჯამური სარგებლის მიღების, ცრუ დამოწმებისა და გაყალბების, ყალბი მოწმობების დამზადების მცდელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების დარღვევის და ფულის გათეთრების ფაქტებზე.

საქმის გამოძიებას წინ უძღოდა ჩრდილოეთ საბერძნეთის უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადება პასპორტის ხელახალი გაცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით, დაკარგვის გამო, მაგრამ მაკროსკოპიულმა გამოკვლევამ და ბიომეტრიული მონაცემების შედარებამ გამოავლინა შეუსაბამობა განმცხადებელს და ფაქტობრივ მფლობელს შორის. ამასთან, დაახლოებით 2,5 თვის განმავლობაში, პირადობის მოწმობების გაცემის კიდევ 6 მსგავსი შემთხვევა გამოვლინდა.

კრიმინალური ორგანიზაცია შედგებოდა იურიდიული განათლების მქონე არადასაქმებული პირებისგან, ასევე პენსიაზე გასული პოლიციელისაგან, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს მსახურობდა პოლიციის სამსახურში ჩრდილოეთ საბერძნეთის რაიონში.

დანაშაულებრივი ორგანიზაციის მოქმედების წესთან დაკავშირებით დადგინდა, რომ მისი წევრები კონტაქტში იყვნენ „კლიენტებთან“, რომლებიც ან კანონიერად შევიდნენ საბერძნეთის ტერიტორიაზე ქვეყნის სასაზღვრო-გამშვები პუნქტების მეშვეობით, ორიგინალური პასპორტების გამოყენებით, ან უკანონოდ.

შემდეგ მათ განაგრძეს იმ პირების შესაბამისი პირადი მონაცემების მოძიება, რომელთა მახასიათებლებიც წააგავდა დაინტერესებული უცხოელების პირად მახასიათებლებს, რომლის საფუძველზეც ხდებოდა შემდგომი გაყალბება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *