იკარია: ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავებულები არ არიან
საბერძნეთის კუნძულ იკარიას დასავლეთით საზღვაო ზონაში, მე-13 საზღვაო მილში, ორი სატვირთო გემი გაურკვეველი მიზეზით ერთმანეთს შეეჯახა. საბედნიეროდ შეჯახების შედეგად ეკიპაჟის წევრებიდან არავინ დაშავებულა და გემებიც სერიოზულად არ დაზიანებულა, რადგან მათში წყლის შედინება ამ დრომდე არ არის დაფიქსირებული.
პორტის ადმინისტრაციის ცნობით, გემებიდან ერთი პალაუს დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემია 21 კაციანი ეკიპაჟით, ხოლო მეორე მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემი 22 კაციანი ეკიპაჟით.
შემთხვევის ადგილზე სანაპირო დაცვის კატარღა გაემართა.
Facebook Comments Box
