ევია: განრისხებული ქალი ხმლით გამოეკიდა ქმარს, რადგან მისი მომზადებული სადილი არ მოეწონა
უპრეცედენტო ოჯახური ძალადობის ფაქტი მოხდა ევიაში ორშაბათს ღამით.
განრისხებული და მდგომარეობიდან გამოსული ქალი ხმლით გამოეკიდა ქმარს, რომელმაც მის მიერ მომზადებული სადილი დაიწუნა და პრეტენზიები გამოთქვა.
შეშინებულმა კაცმა როგორღაც მოახერხა ცოლის მრისხანებისგან თავის დაღწევა, სახლიდან გაიყვანა თავისი მშობლები და გაერიდა, თუმცა მათი 3,5 წლის შვილი დედასთან დარჩა.
გვიან ღამით, სახლში იმ იმედით დაბრუნებულმა, რომ 35 წლის ქალს ბრაზი გადაუვლიდა და დაწყნარდებოდა, კაცმა დაინახა რომ მისი ცოლი ისევ მძვინვარებდა და სახლში შესვლას მოერიდა იმის შიშით, რომ მას გაბრაზება შესაძლოა ბავშვზე გადაეტანა და შვილისთვის რამე დაეშავებინა, ამიტომ უკვე სამშაბათს გამთენიისას მომხდარის შესახებ ადგილობრივი პოლიციის განყოფილებას შეატყობინა.
ბინაში შესულმა პოლიციელებმა შეძლეს ქალის განიარაღება და მისთვის ხელბორკილების დადება, რის შემდეგაც ხალკიდის რაიონულ პროკურატურაში გადაიყვანეს, სადაც დაკავებულისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების ბრძანება გაიცა.
