Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

არასრულწლოვანთა შორის ძალადობა: სკოლებსა და უბნებში პოლიციის გაძლიერებული მეთვალყურეობა

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტროში მინისტრ იანის იკონომუსთნ ერთად გამართულ შეხვედრაზე არასრულწლოვანთა შორის ძალადობის და დანაშაულის პრევენციის მიზნით სკოლებსა და უბნებში პოლიციის გაძლიერებული მეთვალყურეობის განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

უახლესი მონაცემებით, საბერძნეთის პოლიციამ სექტემბერში არასრულწლოვანთა შორის ძალადობის 1201 შემთხვევისთვის 1353 მოზარდი დააკავა.

ორშაბათს (16/10) გამართულ შეხვედრაზე შეხვედრისას შეთანხმდნენ სამი ძირითადი მიმართულების შესახებ, რომელზეც პოლიციამ უნდა გადაინაცვლოს არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის გაზრდილ შემთხვევებთან გამკლავების მიზნით.

-შემუშავებული გეგმა მოიცავს განახლებული მონაცემებით აღრიცხვას იმ წერტილების, სადაც არასრულწლოვანთა ძალადობა უფრო მძაფრად ვლინდება.

-ინიციატივას უფრო ინტენსიური და თვალსაჩინო საპოლიციო საქმიანობის შესახებ საბერძნეთის არმიის ძალების რესტრუქტურიზაციისა და რეორიენტაციის კონტექსტში, რომელიც შეიძლება იყოს პრევენციული და შემაკავებელი.

-კონტაქტების გააქტიურება ნოემბრის დასაწყისიდან  ატიკის პოლიციის რეგიონულ სამმართველოებთან, მკაფიო აქცენტითა და მიზნებით, პრობლემის რეალურ განზომილებაში ასახვის მიზნით, განათლებისა და რელიგიის საკითხთა სამინისტროსთან თანამშრომლობის პარალელურად მოზარდთა ცნობიერების ამაღლების მიზნით.

„არასრულწლოვანთა დანაშაული ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და რთული დანაშაულებრივი საკითხია, რომელთანაც გვიწევს გამკლავება, სწორედ იმიტომ, რომ ეს ეხება ბავშვებს“-აღნიშნა მინისტრმა.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *