Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

დააკავეს დამნაშავე, რომელიც იანის კალიანოსის სახლში შეიჭრა

საბერძნეთის პოლიციამ უკვე დააკავა პირი, რომელიც ძარცვის მიზნით, გუშინ, მეტეოროლოგისა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, იანის კალიანოსის სახლში შეიჭრა.

როგორც ძიების პროცესში დადგინდა, ის არის უცხოელი,  სრულწლოვანი და სავარაუდოდ ეკუთვნის ბანდას, რომელიც “სპეციალიზებულია” ბინების ძარცვაში.

პოლიციას ასევე აქვს ინფორმაცია აღნიშნული ბანდის სხვა წევრების ვინაობის შესახებ. ეს არის ჯგუფი, რომელმაც ბევრი ძარცვა ჩაიდინა სამხრეთ-აღმოსავლეთ ატიკაში და მის ფარგლებს გარეთ.

პოლიციის წყაროების ცნობით, ბანდა სამი ადამიანისგან შედგებოდა. ორი მათგანი კუბის და  ჩილეს მოქალაქე და ერთი ბოშა. უშუალოდ მძარცველი, რომელიც დეპუტატის ბინაში შევიდა ჩილეს მოქალაქეა და არის 17 წლის.  ჩატარებული გამოძიების შედეგად ასევე აღმოაჩინეს ბანდის სამალავი-ადგილი, სადაც ისინი ინახავდნენ მოპარულ ნივთებს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *