Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

აღდგომა კორფუში- ბოტიდების ტრადიცია

კუნძული კორფუ( კერკირა) ტრადიციულად წელსაც ათასობით ადამიანმა აირჩია აღდგომის აღსანიშნავად.

დღეს, დიდ შაბათს, დილის 9 საათიდან დაიწყო წმინდა სპირიდონის ეკლესიის ეპიტაფიის მსვლელობა, ხოლო დაახლოებით 11 საათზე დაიწყო  ბოტიდების, აივნებიდან დოქების სროლის ყოველწლიური ტრადიცია.

ბოტიდები  ეს არის წყლით სავსე  თიხის  დოქები ვიწრო პირით  და გვერდებზე ორი სახელურით, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა სახლის აივნებიდან ისვრის.

აივნები წითელი ქსოვილით არის მორთული რადგან წითელი კორფუს ფერია.

კორფუზე აღდგომის დღესასწაულზე დოქების გატეხვის ტრადიციას დიდი ისტორია აქვს.

არსებობს რამდენიმე ვერსია, თუ საიდან იღებს სათავეს  ეს ჩვეულება.

ერთი ვერსიით ვენეციის კათოლიკური დროიდან,  წლის დასაწყისში მოსახლეობა  ძველ ნივთებს აივნიდან ყრიდა, რათა ახალ წელს მათთვის ახალი და უკეთესი ნივთები მოეტანა.

კორფუელებმა ეს ჩვეულება გადმოიღეს, მაგრამ მეტი აურზაურისა და მხიარულებისთვის ნივთები დოქებით შეცვალეს.

მეორე ვერსია ეხება ძველი ბერძნების პერიოდს, რომლებიც აპრილში აღნიშნავდნენ სასოფლო- სამეურნეო სამუშაოების დაწყებას და  ყრიდნენ ძველ დოქებ,ს სიმბოლურად ახალი მოსავლით ავსების მიზნით, ასევე ამ ფორმით ზეიმობდნენ ზამთრის დასასრულს და ბუნების გამოღვიძებას, როგორც ნიშანს ბოროტებაზე გამარჯვებისა.

თუ ბოტიდების მსხვრევის დროს კუნძულზე აღმოჩნდებით, აუცილებლად უნდა აიღოთ პატარა ნატეხი და თან იქონიოთ მთელი წლის განმავლობაში- ადგილობრივები თვლიან რომ  ეს წარმატების მომტანია.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *