Latest news
Ελληνικό Μετρό: კიფსელის მაცხოვრებლების სახლებიდან გამოყვანის საჭიროება არ არსებობს ბავშვთა დახმარება A21: 27 ნოემბრიდან ისევ იხსნება ელ.პლატფორმა განცხადებების მისაღებად გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების მიზეზად პროპოფოლი დასახელდა მასშტაბური ღონისძიებები პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ხუთი ევროპული ქვეყანა რუანდაში მიგრანტთა დაბრუნების ცენტრის შექმნას გეგმავს 17 ნოემბრის მნიშვნელობა სრულიად საბერძნეთისთვის 17 ნოემბერს შუადღის 2 საათიდან დაიკეტება მეტროსადგური: სინდაგმა, პანეპისტიმიო და მეღარო მუსიკის ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა
ოთხშაბათი, ნოემბერი 18, 2026
ემიგრაციასაბერძნეთი

საფრანგეთში გაუჩინარებული რუსეთის მოქალაქე ეღიოზე იპოვეს

საფრანგეთში გაუჩინარებული რუსეთის მოქალაქე ეღიოზე იპოვეს

32 წლის რუსეთის მოქალაქე, რომელიც საფრანგეთის ტერიტორიაზე გაუჩინარდა გასული აპრილიდან იძებნებოდა ინტერპოლის მიერ. 

ორი თვის შემდეგ 32 წლის ქალბატონი კვირას საღამოს, 2 ივნისს, პოლიციამ სელიანიტიკას სანაპიროზე დააფიქსირა. 32 წლის ქალბატონს ეტყობოდა, რომ დაბნეული იყო და ვერ ხვდებოდა სად იმყოფებოდა. პოლიციამ აღნიშნული პიროვნება განყოფილებაში გადაიყვანა სადაც აღმოაჩინეს, რომ ქალბატონს თან ჰქონდა რუსული პასპორტი.  

პასპორტის აღმოჩენის შემდეგ სამართალდამცავმა ორგანოებმა შემდგომი ნაბიჯები გადადგეს ნაპოვნი ქალბატონის ნათესავების საპოვნელად, რათა მომხდარიყო მისი სანდო ხელში გადაცემა. შესაბამისი გატარებუბლი ენერგიების შედეგად კი დადგინდა, რომ 32 წლის ქალბატონს 2 თვეა ეძებენ. აღნიშული ფაქტი პოლიციამ დაუყოვნებლივ შეატყობინა საფრანგეთის საკონსულოს საბერძნეთში. 

საფრანგეთის საკონსულო პასუხისმგებლობას იღებს გაარკვიოს გაუჩინარების მიზეზები და იზრუნოს ქალბატონის მშვიდობიან და უსაფრთხო დაბრუნებაზე საფრანგეთში. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *