Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

კაპტაგონი: ნარკოტიკი რომელსაც იღებდნენ ჰამასის ტერორისტები ისრაელში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის დროს

Jerusalem Post-ის ცნობით, ჰამასის ტერორისტებმა ისრაელში, მათ მიერ გამოწვეულ ხოცვა-ჟლეტამდე მიიღეს ძლიერი მასტიმულირებელი ნარკოტიკური აბები სახელწოდებით “კაპტაგონი”, რომელიც სამხრეთ ევროპაში იწარმოება. ეს ის ნარკოტიკია რომელსაც, როგორც ცნობილია, ასევე იღებდნენ ISIS-ის ტერორისტები და  ჯიჰადისტები.

ისრაელის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც მეორენაირად ღარიბთა კოკაინსაც უწოდებენ, სამხრეთ ევროპაში იწარმოება და თურქეთის გავლით არაბულ ქვეყნებში იყიდება.

კაპტაგონი, მისი თვისებებიდან გამომდინარე საშუალებას აძლევს ტერორისტებს დიდხანს გაძლონ ძილის გარეშე, თრგუნავს მადას და ემოციებს, რაც საფუძველია მთთვის ჩაიდინონ დანაშაული სრული აპათიის და გულგრილობის ფონზე.

მიუხედავად იმისა, რომ კაპტაგონი თავდაპირველად ინიშნებოდა როგორც პრეპარატი ყურადღების დეფიციტის, აშლილობის, ნარკოლეფსიისა და დეპრესიისთვის, ის სწრაფად გახდა პოპულარული, როგორც ნარკოტიკი, რადგან არის ადვილად დასამზადებელი და იაფი. ღარიბ ქვეყნებში აბი მხოლოდ ერთიდან ორ დოლარამდე ღირს.

ეს პრეპარატი ფართოდ გახდა ცნობილი 2015 წელს, როდესაც დადგინდა, რომ მას იყენებდნენ ISIS-ის ტერორისტები ტერორისტული აქტების წინ შიშის შესამცირებლად. ISIS-მა შეიძლება უკან დაიხია, მაგრამ აბები კვლავ ვრცელდება, განსაკუთრებით ღარიბ ფენებს შორის. ღაზა მართლაც ერთ-ერთი დიდი ბაზარია, რადგან კაპტაგონი პოპულარულია ახალგაზრდებში.

კაპტაგონი, რომელიც შეიცავს ამფეტამინს და ამფეტამინის მსგავს ნარკოტიკულ ნივთიერებებს, წლების განმავლობაში ვრცელდებოდა  ახლო აღმოსავლეთში და ახლა ევროპაში, აფრიკასა და აზიაშიც შეაღწია.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *