Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთში ჯარიმების წვიმა წამოვიდა

საბერძნეთში ჯარიმების წვიმა წამოვიდა

საგზაო მოძრაობის წესების კოდექსში შესული ცვლილებები რადიკალურად ცვლის დამოკიდებულებას ავტომანქანებში ხელოვნური ჩარევების განხორციელებისადმი, რომელიც აღნიშნულ ცვლილებებამდე პრობლემას არ წარმოადგენდა და მხოლოდ დეკორატიულ ჩარევად ითვლებოდა. 

ახალი რეგულაციების თანახმად ავტომანქანისთვის ისეთი ნაწილების დამატება, რომელიც ქარხნულად გათვალისწინებული არ არის კონკრეტული მოდელისვის და ეჭვქვეშ აყენებს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ გადაადგილების საკითხს, ან თუნდაც მისი იდენტიფიცირების საკითხს, ისჯება 350 ევროს ოდენობის ჯარიმით და ხშირად ითვალისწინებს სანომრე ნიშნისა და მართვის მოწმობის ჩამორთმევასაც განსაზღვრული ვადით.

ერთ-ერთი “კანონ დამღვევი” აქსესუარი არის ციმციმა საჭე, რომელმაც შესაძლოა თვალი მოსჭრან არამხოლოდ სხვა მძღოლებს ასევე გამვლელებსაც და წარმოქმნან საავარიო სიტუაციები.

დასჯადია ისეთი დეტალების დამატება ავტომანქანისთვის, რომლებიც ფარავენ სანომრე ნიშნებს. 

ჯარიმა გამოიწერება ყოველგვარ ხელოვნურ ჩარევაზე, რომელიც ზრდის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ხმას. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *