Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთიპოლიტიკა

ინფორმაცია საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრის დეტალების შესახებ

გუშინ საბერძნეთის პრემიერ მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ისრაელში ჩავიდა. როგორც ოფიციალური წყაროები  აცხადებენ, პრემიერ-მინისტრის ისრაელში ვიზიტს ორმხრივი მიზანი ჰქონდა: საბერძნეთის  სტრატეგიული მოკავშირის მიმართ პრაქტიკული მხარდაჭერა და ამავე დროს იმის ხაზგასმა, რომ უნდა განხორციელდეს ჰუმანიტარული დახმარება და რომ ისრაელის პასუხი უნდა შეესაბამებოდეს ჰამასის დარტყმებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგო გერაპეტრიტის და სახელმწიფო მინისტრის სტავროს პაპასტავროს თანხლებით, რომელსაც ცენტრალური როლი უკავია საერთაშორისო კონტაქტებში, ასევე მისი დიპლომატიური ოფისის წარმომადგენლების თანხლებით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუსგან მოისმინა ადგილზე არსებული სიტუაციის დეტალური აღწერა, ასევე ისრაელის მოქალაქეების დრამატული ისტორიები, რომლებიც გახდნენ ჰამასის მკვლელობების მსხვერპლი. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა პალესტინის ტერორისტული ორგანიზაციის მძევლების ოჯახებს.

თუმცა, საკითხავია, მიიღო თუ არა ბატონმა მიცოტაკისმა მესიჯი, რომ ისრაელელები პრაქტიკაში განახორციელებენ იმას, რასაც საჯაროდ აცხადებენ სახმელეთო ოპერაციის შესახებ. კარგად ინფორმირებული წყაროების თანახმად, ოფიციალურმა ისრაელმა  ბერძნულ მხარეს აცნობა, რომ  ის რაც მოხდა მათი 11 სექტემბერი იყო და ამ კუთხით ჰამასისთვის პასუხი ყოვლისმომცველი უნდა იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ ბატონმა ნეთანიაჰუმ ის ISIS-ს შეადარა. თუმცა, მოვლენების ასეთი განვითარების ოპერატიული დეტალები არ გახმაურებულა.

კომპეტენტურმა წყაროებმა აღნიშნეს, რომ  ბ-მა მიცოტაკისმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჰუმანიტარულ მხარეზე, ისრაელის თავდაცვის უფლების აშკარა მხარდაჭერის მიღმა. ფაქტობრივად, პრემიერ-მინისტრმა კონკრეტულად მიუთითა ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის აუცილებლობაზე ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მომარაგებისთვის, რაზეც ბენიამინ ნეთანიაჰუმ თანხმობა განაცხადა. ბოლოს და ბოლოს, არსებობს შეთანხმება შეერთებულ შტატებთანაც, რომ ეგვიპტეში რაფაჰის გავლით ჰუმანიტარული დერეფანი ღია დარჩეს.

აშკარაა, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ დისკუსია ასევე გაიმართება ხუთშაბათს ევროკავშირის ლიდერების სამიტზე. ლიდერებს პირველი დისკუსია რამდენიმე დღის წინ ვიდეოკონფერენციის ფორმატში შედგა, გუშინ კი საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგშიც შეხვდნენ. სიტუაციის სერიოზულობის გათვალისწინებით ყველა ცდილობს შუამავლობას ისრაელთან, რათა თავიდან აიცილონ გენერალიზებული კონფლიქტი.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *