კალამატა: ტრაგიკულად გარდაცვლილი 43 წლის ქალი სავარაუდოდ აივნიდან ხალიჩების წმენდის დროს გადავარდა
ლამიაში ტრაგიკულად გარდაცვლილ 43 წლის იოანას გლოვობენ, რომელიც კალამატაში, იროდოტუს ქუჩაზე მდებარე საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან გადავარდა.
როგორც ცნობილი ხდება, ის აივანზე ხალიჩებს ბერტყავდა, რა დროსაც სავარაუდოდ თავბრუ დაეხვა, ან წონასწორობა დაკარგა და გადავარდა, რადგან ქვემოთ, დაცემის ადგილას დაგდებული ხალიჩა იპოვეს.
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მან თავისი 14 და 10 წლის შვილები სკოლაში მიიყვანა.
იოანა მეცოვოს ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტში ტოპოგრაფიული ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლობდა.
ის კალამატაში ცხოვრობდა ბოლო 20 წლის განმავლობაში და მუშაობდა მესინიის ყოფილ პრეფექტურაში, შემდეგ კი კალამატას მუნიციპალიტეტში,სადაც მას ურბანული დაგეგმარების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.
იყო დაოჯახებული და ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედა.
