Latest news
ბრიტანელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულის აღმზრდელი ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს Marfin-ის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული ჩვენებას 11 აგვისტოს მისცემს რიო-ანდირიოს ხიდის გახსნიდან 22 წელი გავიდა - ხიდი, რომელმაც საბერძნეთის 2 რეგიონი დააკავშირა კითირა: ლიკოდიმუს სანაპირო უსაფრთოების მიზნით დაკეტეს ატიკის რეგიონი მცირე ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციას 95,5 მილიონი ევროთი დააფინანსებს დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები, რომელთა გამოვლინების დროსაც აუცილებელია ექიმს მივმართოთ ახალი ვერტმფრენები, დრონები და ტყის სპეცდანაყოფები - საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ხანძარ... თესალიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტური საცხოვრებლისთვის 2,3 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო შაბათს კუნძულ კრეტაზე, ხიოსზე, სამოსა და იკარიაზე ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია ჩრდილოეთ ევია: მიტოვებულ მაღაროებზე გაჩენილი 14 ტბა
შაბათი, აგვისტო 8, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

Airbnb-ს გამო მეზობლებში ატეხილი ჩხუბი ხშირად სასამართლო დავით სრულდება

Airbnb-ს გამო მეზობლებში ატეხილი ჩხუბი ხშირად სასამართლო დავით სრულდება

“ეს არის საცხოვრებელი კორპუსი და არა სასტუმრო, სადაც სიმშვიდის საათები არსებობს და ადამიანები ცხოვრობენ. ტურისტები არ ვართ.” – აღნიშნული განცხადება ათენის ცენტრში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელშია გამოკრული.

კორპუსის მაცხოვრებლები იმ ადამიანთა რიცხცში შედიან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ბინების სწრაფ და დროებით გაქირავებას. 

თუ გასულ წლებში ერთ კორპუსში მაცხოვრებელთა შორის განხეთქილების მიზეზი ცენტრალური გათბობის ჩასართველად ავზის საწვავის შევსების საკითხი იყო, ახლა უკვე მიზეზთა შორის Airbnb-ი ლიდერობს.

საბერძნეთში Airbnb-ის გამოჩენის პირველივე დღიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი ათენში, ბინების მესაკუთრეთა შორის სამოქალაქო ომი დაიწყო. ბაზრის სრული არარეგულირების გამო, ყველა იმას აკეთებდა, რაც სურდა და პოლიციის ორგანოებში ათასობით საჩივარი შევიდა, რომლებსაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შემთხვევების დაფიქსირების გარდა სხვა არაფერი შეეძლოთ.

პირველი სასამართლო პროცესი ამ საკითხთან დაკავშირებით 2018 წელს ჩატარდა.

პლატფორმაზე, სადაც ბინები დროებითი მოკლევადიანი პერიოდით გასაქირავებლად იტვირთება, რთულია დავადგინოთ როგორც გამქირავებლის, ასევე დამქირავებლის ვინაობა. რაც ეჭქვეშ აყენებს როგორც სადარბაზოს სხვა მაცხოვრბლების უსაფრთხოებას, ასევე ისეთი შეკრებების პრევენციას, რომელმაც მაგ. 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა.

უნდა აღინიშნოს, რომ ესკორტებისგან ან ქალების პროსტიტუციაში ჩართვის ხელშემწყობი წრეებისგან მოკლევადიანი გაქირავების ბინების არჩევა საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, რადგან აღნიშნული ხასიათი მათ სთავაზობს მოქნილობას, როგორც ანონიმურად დარჩენის, ასევე ადგილის შეცვლის. 

სასამართლო სისტემას წლების განმავლობაში ერთიანი პოზიცია არ ჰქონია. როგ შემთხვევაში ბინებში Airbnb-ის მუშაობის შეწყვეტის განკარგულებას გასცემენ, ხოლო ხშირად კი მათ მესაკუთრეებს ამართლებენ კიდეც. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *