Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

Blue Horizon: ქაოსი და თანამდებობიდან გადადგომა Attica Group-ში

უსაფრთხოების ხარვეზები პირეას პორტში, სანაპირო დაცვის უმოქმედობა დადგენილი ზომების დაცვაში და კითხვები იმის შესახებ, არის თუ არა გემების ეკიპაჟები მომზადებული ისეთი ინციდენტების მოსაგვარებლად, როგორიც იყო 36 წლის ადონის გარდაცვალების შემთხვევაში, გემის ეკიპაჟის წევრების მიერ კატაპულტიდან გადაგდების შემდეგ, ასახავს უზარმაზარ პრობლემას, რომელიც არსებობს აღნიშნულ სისტემაში.

პირეას პორტში მომხდარმა ტრაგედიამ ატიკა ჯგუფზე სამართლიანი თავდასხმების პროვოცირება მოახდინა. პასუხისმგებლობა ძალიან სერიოზულია და ეხება როგორც ჯგუფის ადმინისტრაციას, ასევე საზღვაო გადაზიდვებისა და კუნძულოვანი პოლიტიკის სამინისტროს.

სამი დღის შემდეგ ატიკა ჯგუფის მმართველი დირექტორის, სპიროს პასხალის გადადგომა იყო გემის მფლობელი კომპანიის პირველი რეაქცია, მომხდართან დაკავშირებით.  მისი ადგილი დროებით კომპანიის  ფინანსურმა დირექტორმა, პანაიოტის დიკაიოსმა დაიკავა.

კომპანია ცდილობს კრიზისის მართვას მას შემდეგ, რაც ის საზოგადოების აღშფოთების ცენტრში აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამკაცრებს ეკიპაჟის დაქირავების პროცედურებს, ცვლის ინსპექტირებისა და მთელი შიდა ოპერაციების პროტოკოლს.

თავის განცხადებაში ის ირიბად, მაგრამ ნათლად აღიარებს თავის ოპერაციულ სისტემაში არსებულ ხარვეზებს და აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჯგუფის პროცედურები და პროტოკოლი აღარასოდეს დაირღვეს ვინმეს მიერ.

კომპანია ასევე პირობას დებს, რომ 36 წლის ადონის ოჯახს ყოველნაირად დაუდგება გვერდით. ამავე დროს, ატიკა ჯგუფმა განაცხადა, რომ იწყებს ვრცელ და საფუძვლიან გამოძიებას დამოუკიდებელი გარე კონსულტანტების დახმარებით.

მეორე დონეზე, ასევე გადაწყდა მარშრუტების რესტრუქტურიზაცია: „ცისფერი ჰორიზონტი“ გაყვანილია პირეა- ირაკლიოს ხაზიდან და მის ადგილას ამოქმედდებიან „ელეფთერიოს ვენიზელოსი“ და “ლურჯი გალაქტიკა”.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *