Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

Ryanair-ის კომერციული დირექტორი განცხადებას აქვეყნებს

Ryanair-ის კომერციული დირექტორი განცხადებას აქვეყნებს

Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა დღევანდელი პრესკონფერენციის ბოლოს ბანერი აღმართა, რომელზეც ეწერამ რომ აეროპორტის ბაზებზე წვდომის მაღალი საფასური ხელს უშლის ავიაკომპანიებისა და ტურიზმის განვითარებას, ისევე როგორც ახალი სამუშაო ადგილების დამატებას. 

მაკგინესმა განაცხადა, რომ Fraport Greece-ს მონოპოლია აქვს სალონიკის აეროპორტში.

ავიაკომპანიამ ჯერ-ჯერობით მხოლოდ 3 ბაზის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა 2027 წლის ზაფხულის გეგმა საბერძნეთის სახელმწიფოსთვის ჯერ-ჯერობით უცნობია. 

აღიშნულ გადაწყვეტილებას 2 ძირითადი მიზეზი აქვს, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული საომარი ვითარებიდან გამომდინარე მომატებული საწვავის ფასები და თავად საბერძნეთი, რომელიც ზამთრის სეზონზე ნაკლებად პოპულიარული მიმართულებაა. 

Ryanair-ის განცხადებას გუშინვე უპასუხა Fraport Greece-მა. განცხადებაში ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს: “საბერძნეთის სახელმწიფოს მიერ დაწესებული საჰაერო ნავიგაციის გადასახადებთან და აეროპორტის განვითარების მოსაკრებელთან დაკავშირებით ნებისმიერი პრეტენზია სრულიად უსაფუძვლოა და ენსახურება ფარული მიზნების განხორციელებას.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *