Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ქურდობისთვის დაკავებულმა გათავისუფლებისთანავე მორიგი დანაშაული ჩაიდინა

ქურდობის ბრალდებით დაკავებულმა 36 წლის მამაკაცმა, რომელიც ცოტა ხნით ადრე პროკურორის სიტყვიერი განკარგულებით გაათავისუფლეს, მაშინვე ხელახალი ქურდობა ჩაიდინა.

მან მესოლოგიში, 62 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გაძარცვა.

თავდამსხმელი ხუთშაბათს, გამთენიისას საცხოვრებელ ბინაში შეიჭრა, სადაც სასტიკად სცემა ბინაში მცხოვრები, დაემუქრა მას იარაღით და წაართვა 45 ევრო, მობილური ტელეფონი, ტანსაცმელი და საკვები, საერთო ღირებულებით 300 ევროს ნივთები.

62 წლის მამაკაცმა დაუყოვნებლივ განაცხადა პოლიციაში.

შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე დამნაშავე იმავე საღამოს დააკავეს.

მისი მანქანის ჩხრეკისას ამოღებულია დაზარალებულის კუთვნილი მოპარული ნივთები და ხელთათმანები.

დაკავებული ყაჩაღობისა და იარაღის შესახებ კანონის დარღვევისათვის აღძრული საქმის საფუძველზე  მესოლოგის რაიონულ  პროკურატურაში გადაიყვანეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *