Latest news
როგორ შეიძლება მატარებლის დამოხრუჭება ელ.ენერგიად გარდაიქმნას ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს 21 აგვისტო პროგრამაზე "ტურიზმი ყველასთვის" განცხადებების მიღების ბოლო დღეა  საბერძნეთისა და კვიპროსის შეთანხმების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და თურქეთის პოზიცია პროექტის მიმართ საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს  როდემდე შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციას დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა
ორშაბათი, აგვისტო 24, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ათენის ცენტრალური ქუჩები დღეს 12 საათამდე გადაიკეტება

ათენის ცენტრალური ქუჩები დღეს 12 საათამდე გადაიკეტება

დღეს დილის 08:00-დან 12:00 საათამდე, ათენის ცენტრში მოძრაობის დროებითი შეზღუდვები დაწესდება საქველმოქმედო სპორტული ღონისძიების RUN BIKE CARE 2026-ის ფარგლებში.

ღონისძიების პროგრამა მოიცავს 10-კილომეტრიან ველორბოლასა და 5-კილომეტრიან გარბენს. ღონისძიება სინდაგმას მოედანიდან დაიწყება.

მონაწილეები გაივლიან ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და გამზირებზე, მათ შორის ამალიას, ოლღას, კონსტანტინუსა და სოფიას გამზირებზე, ასევე აკადიმიასა და პანეპისტიმიუს ქუჩებზე.

საბერძნეთის პოლიციის (ELAS) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება ან დროებით შეწყდება ათენის ცენტრალურ ქუჩებსა და გამზირებზე, მათ შორის:

  • სინდაგმას მოედანი
  • ფილელინონის ქუჩა
  • სტადიუს ქუჩა
  • ამალიას გამზირი
  • ოლღას გამზირი
  • სიგრუს გამზირი (გარკვეულ მონაკვეთში)
  • პანეპისტიმიუს ქუჩა
  • აკადემიას ქუჩა
  • სოფიას გამზირი
  • კონსტანტინუს გამზირი
  • იროდუ ატიკუს ქუჩა
  • მელეაღრუს, არავანტინუსა და კლეანთუს ქუჩები

შეზღუდვები გავრცელდება როგორც აღნიშნულ გზებზე, ასევე მათთან დაკავშირებულ მიმდებარე ქუჩებზეც.

პოლიცია მძღოლებს ურჩევს, 08:00-დან 12:00 საათამდე შეძლებისდაგვარად თავი აარიდონ ათენის ცენტრში გადაადგილებას და ალტერნატიული მარშრუტები გამოიყენონ, რათა თავიდან აიცილონ საცობები და დამატებითი შეფერხებები.

მოძრაობის შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება ღონისძიების დასრულების შემდეგ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *