Latest news
სერესში მამაკაცი კულურში აღმოჩენილი მინის ნატეხით დაშავდა  პერისტერში შინაური ცხოველებისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა საკალათბურთო სკანდალის საქმეზე 6 ბრალდებული დააკავეს Pizza Fan-ის საგადასახადო სკანდალი კუნძული ხიოსის მაცხოვრებლები აეროპორტის დროებითი დაკეტვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი: 1940 წლის ისტორიული „არა“ თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის მარა... ბერძნების ისტორიულ მეხსიერებაში 28 ოქტომბრის „არა“ დომინირებს რა გახდა Pizza Fan-თან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიზეზი ალექსანდრუპოლი: 17 წლის გოგონა ხიდიდან ვარდნის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანებებით გარდაცივალა 21 წლის გოგონა პაროსზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
კვირა, ოქტომბერი 25, 2026
საბერძნეთიUncategorized

ათენი: კაფე-ბარში ატეხილი სროლის შედეგად 10 წლის გოგონა დაშავდა

ათენი: კაფე-ბარში ატეხილი სროლის შედეგად 10 წლის გოგონა დაშავდა

ათენში, აღიოს პანტელეიმონის რაიონში, 25 სექტემბერს შუაღამისას, კაფე-ბარს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. თავდასხმის შედეგად 10 წლის გოგონა დაიჭრა.

შემთხვევა დაახლოებით 23:50 საათზე, აღორაკრიტუს ქუჩის 32 ნომერში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კაფე „ამორას“ ფასადს ავტომანქანიდან ესროლეს.

სროლის შედეგად მარცხენა ფეხის, კერძოდ წვივის არეში, კაფის მფლობელის 10 წლის ქალიშვილი დაშავდა. ბავშვს პირველადი დახმარება დედამ აღმოუჩინა და შემდგომ დაუყოვნებლივ ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა.

თავდასხმის დროს კაფეში დაახლოებით ათი ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა რამდენიმე გასროლის შემდეგ შემთხვევის ადგილი ავტომობილით დატოვეს.

გამოყენებული ავტომობილი მოგვიანებით დამწვარი იპოვეს ასპროპირღოსის რაიონში. ამ ეტაპზე უცნობია, გოგონა უშუალოდ ტყვიამ დაჭრა თუ ტყვიის ნამსხვრევმა.

პოლიცია აგრძელებს გამოძიებას თავდამსხმელების ვინაობისა და თავდასხმის მოტივის დასადგენად. არსებული ინფორმაციით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *