Latest news
ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ რატომ წაშალა იოანნა ღაკამ გიორგოს მაზონაკისთან მიმოწერა კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა პირეა: მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ ნეა მიხანიონას თევზის ბაზარი განუსაზღვრელი ვადით დაიკეტა მაზონაკისს ყოველთვის ჰქონდა ეჭვი პლაზმოფერეზის პროცედურის ღირებულებასთან დაკავშირებით  ავტომანქანების გამოფენის პირველ დღეს ვიზიტორთა რეკორტული გამოფენა დაფიქსირდა
ორშაბათი, ოქტომბერი 5, 2026
საბერძნეთიUncategorized

ათენი: პატისიონზე ცეცხლსასროლი იარაღით 55 წლის კაცი დაჭრეს

ათენი: პატისიონზე ცეცხლსასროლი იარაღით 55 წლის კაცი დაჭრეს

ათენში, პატისიონზე გამთენიისას 55 წლის კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შემთხვევა გამთენიის 4:30 საათზე, თემო ანინუსა და ვრუტუს ქუჩების კვეთაზე მოხდა.

გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მოტოციკლზე მყოფმა ორმა პირმა მამაკაცს ესროლა. ის ფეხის, კერძოდ კი კოჭის არეში დაიჭრა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული „ღენიმატას“ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის შემდეგ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცი ქუჩაში ნახევრად შიშველი მიწაზე წევს და ადგილობრივი მცხოვრებლები მას პირველად დახმარებას უწევენ. ადგილზე მისულმა პოლიციამ სამი მასრა აღმოაჩინა. თავდამსხმელები კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაშავებულმა პოლიციას განუცხადა, რომ თავდამსხმელები მისი მოტოციკლის მოპარვას ცდილობდნენ, ხოლო როდესაც მან წინააღმდეგობა გაუწია, მას ესროლეს.

თუმცა პოლიცია ამ ვერსიას ამ ეტაპზე სიფრთხილით ეკიდება და თავდასხმის სხვა შესაძლო მოტივებსაც იკვლევს. ექსპერტ-კრიმინალისტებმა მოტოციკლზე თითის ანაბეჭდების შესასწავლად მუშაობა უკვე დაიწყეს, რადგან დაზარალებულის თქმით, თავდამსხმელები მოტოციკლს შიშველი ხელებით შეეხნენ.

გამოძიებისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ იმავე ადგილას კიდევ ერთი სროლის შემთხვევა დაფიქსირდა.

პოლიციის ინფორმაციით, 55 წლის კაცს და მის ოჯახის წევრებს კრიმინალური წარსული არ აქვთ. მიუხედავად ამისა, გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ თავდასხმის მხოლოდ მოტოციკლის ქურდობის მცდელობით ახსნა ამ ეტაპზე რთულია და საქმის რეალური მოტივი კვლავ დგინდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *