Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
კვირა, ნოემბერი 15, 2026
საბერძნეთიUncategorized

აკადიმია პლატონოს: მიტოვებული შენობა ჩამოინგრა 

აკადიმია პლატონოს: მიტოვებული შენობა ჩამოინგრა 

ათენში, პლატონის აკადემიის (Ακαδημία Πλάτωνος) უბანში, 29 ოქტომბრის დილას მიტოვებული შენობა ჩამოინგრა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური, რომელიც ნანგრევებში შესაძლო მოყოლილი ადამიანების მოსაძებნად სამაშველო ოპერაციას ატარებს.

პირველადი ინფორმაციით, შემთხვევა ალამანას ქუჩაზე (οδός Αλαμάνας) მოხდა. შენობის ჩამონგრევის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, ადგილზე 17 მეხანძრე 5 სახანძრო-სამაშველო მანქანით მივიდა. ოპერაციაში ასევე მონაწილეობს პირველი სპეციალური სამაშველო დანაყოფის (1η ΕΜΑΚ) სამაშველო ავტომობილი და სამძებრო-სამაშველო ძაღლი.

ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მაშველები შენობის ნანგრევებს ამოწმებენ, რათა დაადგინონ, ხომ არ არის იქ ვინმე მოყოლილი.

შენობის ჩამონგრევის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. სამაშველო ოპერაცია გრძელდება და დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *