Latest news
ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ რატომ წაშალა იოანნა ღაკამ გიორგოს მაზონაკისთან მიმოწერა კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა პირეა: მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ ნეა მიხანიონას თევზის ბაზარი განუსაზღვრელი ვადით დაიკეტა მაზონაკისს ყოველთვის ჰქონდა ეჭვი პლაზმოფერეზის პროცედურის ღირებულებასთან დაკავშირებით  ავტომანქანების გამოფენის პირველ დღეს ვიზიტორთა რეკორტული გამოფენა დაფიქსირდა
ორშაბათი, ოქტომბერი 5, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ

ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ

ათენში, ზევსის ტაძართან, იუნესკოს კეთილი ნების ელჩების შეხვედრაზე ხელოვნური ინტელექტისა და კულტურის გავლენაზე ისაუბრეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ამალ კლუნი იყო.

კლუნიმ ყურადღება გაამახვილა „დიფფეიქების“ (Deepfake) მზარდ საფრთხეზე. ტექნოლოგიაზე, რომელსაც შეუძლია რეალისტური, მაგრამ ყალბი ვიდეოებისა და აუდიოჩანაწერების შექმნა. მისი თქმით, პრობლემა უკვე მხოლოდ ცრუ ინფორმაციის გავრცელება აღარ არის: საზოგადოებას შესაძლოა გაუჭირდეს იმის გარჩევა, რა არის რეალური და რა ხელოვნურად შექმნილი: „ჩვენ უკვე ვიცით, რომ ყველაფერს რასაც ვკითხულობთ არ უნდა ვენდოთ. თუმცა ახლა უკვე ვეღარ ვენდობით იმასაც, რასაც ვისმენთ და ვხედავთ“.

მან მაგალითად საკუთარი ოჯახური გამოცდილებაც მოიყვანა: როდესაც მისი ცხრა წლის შვილის მეგობარს ძაღლის ვიდეო აჩვენა, ბავშვის პირველი კითხვა იყო: „ეს ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი?“

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ხელოვნურ ინტელექტს მნიშვნელოვანი დადებითი როლის შესრულება შეუძლია კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში. მაგალითად, ძველი ხელნაწერების გაშიფვრაში, არქეოლოგიური ძეგლების შესწავლასა და დაკარგული კულტურული მემკვიდრეობის აღდგენაში.

თუმცა, როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად აუცილებელია ისტორიის, ეთიკისა და ადამიანის ღირებულებების დაცვა, რათა ხელოვნურმა ინტელექტმა არ განსაზღვროს თავად ის, თუ რას მივიჩნევთ რეალობად, მნიშვნელოვანად და ჭეშმარიტად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *