Latest news
სალონიკი: წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, ყველაფერი ისე სწრაფად და სპონტანურად მოხდა - აცხადებს 18 წლი... საბერძნეთი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას ბოლო 40 წლის განმავლობაში საბერძეთის 10 მთიან რეგიონში თოვლის საფარმა 58%-ით იკლო პროგრამა, რომელიც სახლის სარემონტო ხარჯებს 95%-მდე ფარავს: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ახალი პროგრამი... პროკურორმა გასცა 59 წლის კაცის დაკავების ბრძანება, რომელიც 23 წლის გოგონას პარკინგის ადგილის გამო ფი... ავტოსაგზაო შემთხვევამ 13 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა 89 წლის საბერძნეთის მოქალაქეს დღეს დაკითხვენ - მოხუცებულს ბრალი 3 განსაკუთრებით მძიმე და 6 მძიმე დან... ჯანდაცვის სამინისტროს შეცდომის გამო იშვიათი დაავადების მატარებელი პაციენტები მედიკამენტების გარეშე დ... ილია: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი სასიკვდილოდ დაშავდა რამდენად ცდილობს საბერძნეთის სახელმწიფო ხელი შეუწყოს შობადობის მატებას
ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

ამინდი: ადგილობრივი წვიმა და შტორმი კონტინენტზე და იონიის კუნძულებზე-კონტინენტზე ტემპერატურის ვარდნა

ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი: დღეისთვის მოსალოდნელია ადგილობრივი წვიმა და შესაძლოა შტორმი ცენტრალური მაკედონიის, თესალიის, ეპირუსის, სტერეასა და ევიის ჩრდილოეთ ნაწილში, დასავლეთ პელოპონესში, ცენტრალურ და სამხრეთ იონიის კუნძულებზე.

ადგილობრივი წვიმა ასევე მოსალოდნელია დასავლეთ მაკედონიის ნაწილებში, სპორადებსა და აღმოსავლეთ პელოპონესში. ეტაპობრივი გაუმჯობესება მოსალოდნელია ყველა რაიონში საღამოს საათებამდე გარდა სამხრეთ იონიისა და დასავლეთ პელოპონესისა, სადაც ადგილობრივი ეფექტები მოსალოდნელია შენარჩუნდეს ხუთშაბათ დილამდე.

დასავლეთ მაკედონიაში ტემპერატურა 7-დან 20 გრადუსამდე იქნება, დანარჩენ მაკედონიასა და თრაკიაში 7-დან 24-მდე, ეპირუსში 10-დან 27-28-მდე, თესალიაში 11-დან 22-მდე, დანარჩენ მატერიკზე 11-მდე. იონიის კუნძულებზე 15-დან 26-მდე, ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულებზე 13-დან 21-მდე, აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე 16-დან 25-მდე, ციკლადებზე 18-დან 23-24-მდე, დოდეკანისზე 18-დან 26-27-მდე და კრეტაზე 14-დან 26-მდე გრადუსი ცელსიუსით.

ქარი ეგეოსის ზღვაში ჩრდილოეთის მიმართულებიდან 6-7, ხოლო იონიის აღმოსავლეთიდან 4-5 ბოფორტი სიმძლავრის იქნება.

ატიკაში მოსალოდნელია მოღრუბლულობა, იქროლებს ქარი ჩრდილოეთიდან ზოგადი მიმართულებებით, ინტენსივობით 4-5, ხოლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთში 6 ბოფორტამდე. ჰაერის ტემპერატურა 18-დან 24 გრადუსამდე იქნება. რეგიონის აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაბალი იქნება.

თესალონიკში თავდაპირველად მოსალოდნელია მოღრუბლულობა დილის საათებში ადგილობრივი წვიმით და შუადღის საათებიდან ეტაპობრივი გაუმჯობესება. იქროლებს ქარი თავდაპირველად აღმოსავლეთის ზოგადი მიმართულებიდან 2-3 ბოფორტამდე, შუადღის შემდეგ კი სამხრეთ-სამხრეთ-დასავლეთის ზოგადი მიმართულებებით 2-3 ბოფორტამდე. თესალონიკის ცენტრში ტემპერატურა 18-დან 21 გრადუს ცელსიუსამდე იქნება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *