Latest news
საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საგზაო მოძრაობის კოდექსი: სიახლეები ჯარიმების, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და ახალბედა მძღოლებისთვ... სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები
ორშაბათი, ნოემბერი 23, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

აპირებენ თუ არა სამართალდამცავი ორგანოები ხელევნური ინტელექტის კრიმინალების იდენთიფიკაციისთვის გამოყენებას

აპირებენ თუ არა სამართალდამცავი ორგანოები ხელევნური ინტელექტის კრიმინალების იდენთიფიკაციისთვის გამოყენებას

ბერძნების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოსაყენებლად აუცილებელია მკაცრი წესების დაწესება თითქმის ყველა სფეროში. მოსახლეობის 81.5% ითხოვს მკაცრ რეგულირებას მოქალაქეთა დასაცავად, 86.2% — AI-ის მიერ შექმნილ კონტენტზე სავალდებულო მარკირებას, ხოლო 75.4% — სამუშაო ადგილების დაცვას ავტომატიზაციისგან.

თუმცა არსებობს ერთი მნიშვნელოვანი გამონაკლისი: 80.8% მხარს უჭერს პოლიციის მიერ სახის ამოცნობის ტექნოლოგიის გამოყენებას მძიმე დანაშაულების გამოსავლენად. ეს მიუთითებს, რომ უსაფრთხოების საკითხებში საზოგადოება უფრო მზად არის ტექნოლოგიის გამოყენების დასაშვებად.

კვლევა, რომელიც ჩაატარა Metron Analysis-მა ორგანიზაცია διαΝΕΟσις-ისთვის, აჩვენებს, რომ ბერძნების 69.2%-ს უკვე იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, განსაკუთრებით ახალგაზრდები და განათლებული ჯგუფები. აღნიშნული მომხმარებლები AI-ს უფრო პოზიტიურად უყურებენ, ვიდრე ისინი, ვინც მას არ იყენებენ.

საზოგადოება ძირითადად ემხრობა „შუალედურ გზას“ AI-ის გამოყენებას მკაცრი პირობებით. მაგალითად, უმრავლესობა ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას, სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და ტექნოლოგიის კონტროლს.

ყველაზე ერთსულოვანი პოზიცია ეხება განათლებას: 88.8% მიიჩნევს, რომ მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ხელოვნური ინტელექტის სწორად გამოყენება.

საზოგადოება არ უარყოფს ხელოვნურ ინტელექტს, მაგრამ მას უდგება დიდი სიფრთხილით, სწორედ ამიტომ ითხოვს რეგულაციებს, უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებების დაცვას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *