Latest news
ΕΦΕΤ-მა ქათმის გაყინული ბურგერების გაყიდვიდან ამოღების განკარგულება გასცა - პროდუქტში სალმონელა აღმო... საბერძნეთში COVID-19-ის 114 და გრიპის 52 ახალი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა დაფიქსირდა რატომ გაიგზავნა კვიპროსში საბერძნეთიდან 28 000 ყალბი პრეზერვატივი Pizza Fan-ის მფლობელის ვილის ჩხრეკისას მილიონ ევროზე მეტი აღმოაჩინეს ათენში მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის პაქტის თემაზე შეხვედრა გაიმართა კრეტა: 21 წლის ახალგაზრდამ აფთიაქი სახრახნისით დააყაჩაღა საბერძნეთში კომპენსირებადი მედიკამენტების სიას 235 ახალი პრეპარატი დაემატება 25 ოქტომბერს საათის ისრები 1 საათით უკან გადაიწევს Pizza Fan-ის მფლობელი საგადასახადო დარღვევისთვის დააკავეს ნიკოს ხარდალიასის გეგმა ათენში 12 თვის განმავლობაში უწყვეტ ტურიზმს ითვალისწინებს
ხუთშაბათი, ოქტომბერი 22, 2026
საბერძნეთიUncategorized

არსებობს თუ არა ტვინების გადინების პრობლემა საბერძნეთში

არსებობს თუ არა ტვინების გადინების პრობლემა საბერძნეთში

გერმანული გამოცემა Handelsblatt წერს, რომ საბერძნეთი მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს ე.წ. „Brain Gain“-ის მიმართულებით. ქვეყანაში უკვე დაბრუნდა იმ მოქალაქეების თითქმის ორი მესამედი, რომლებმაც ეკონომიკური კრიზისის წლებში ემიგრაცია აირჩიეს.

გამოცემის ინფორმაციით, 2019 წლიდან საბერძნეთის მთავრობა აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას კვალიფიციური სპეციალისტების დასაბრუნებლად. მათ შორისაა საგადასახადო შეღავათები, ბიზნესისთვის სუბსიდიები, დასაქმების პლატფორმები და საზღვარგარეთ საინფორმაციო კამპანიები.

თუმცა, ΟΟΣΑ-სა და საბერძნეთის ეროვნული დოკუმენტაციის ცენტრის (EKT) ერთობლივი კვლევის მიხედვით, სამშობლოში დაბრუნების მთავარი მიზეზი მხოლოდ ფინანსური სარგებელი არ არის. გადამწყვეტ როლს თამაშობს ოჯახთან სიახლოვე, ცხოვრების ხარისხი და ემოციური კავშირი საკუთარ ქვეყანასთან.

საბერძნეთის შრომის მინისტრის, ნიკი კერამეოსის განცხადებით, ბოლო 15 წლის განმავლობაში ქვეყანა დაახლოებით 734 000 ადამიანმა დატოვა, თუმცა მათგან 473 000 უკან დაბრუნდა. 2024 წელს დაბრუნებულთა რაოდენობამ ემიგრანტთა რაოდენობას დაახლოებით 20 000 ადამიანით გადააჭარბა, რაც, მთავრობის შეფასებით, „ტვინების გადინების“ (Brain Drain) ნაცვლად უკვე „ტვინების დაბრუნების“ (Brain Gain) ტენდენციაზე მიუთითებს.

კვლევის თანახმად, დაბრუნებულთა ნახევარზე მეტი 20-39 წლის ასაკისაა, დაახლოებით 60%-ს უმაღლესი განათლება აქვს, ხოლო 47% მაღალკვალიფიციურ პროფესიულ სფეროებშია დასაქმებული.

მიუხედავად ამ დადებითი ტენდენციისა, Handelsblatt აღნიშნავს, რომ საბერძნეთი კვლავ ჩამორჩება ევროკავშირის ქვეყნებს ანაზღაურების დონით. ოფიციალური ევროპული სტატისტიკის მიხედვით, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ქვეყანაში საშუალოდ 43%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ, ვიდრე ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *