Latest news
სალონიკი: პოლიციელის ემოციური განცხადება, რომელმაც მიტოვებული ბავშვები გადაარჩინა დეკემბრიდან MyHealth აპლიკაციაში ციფრული ასისტენტი ამოქმედდება 25 ნოემბერი: რა განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა სალონიკი: პოლიციამ ბინაში ჩაკეტილი 2 მცირეწლოვანი ბავშვი ანტისანიტარიულ მდგომარეობაში იპოვეს საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს
სამშაბათი, ნოემბერი 24, 2026
საბერძნეთიUncategorized

გამოძიება საცხობების ქსელი Χωριάτικο-ს სკანდალთან ΑΑΔΕ-ს თანამშრომლების კავშირს იკვლევს

გამოძიება საცხობების ქსელი Χωριάτικο-ს სკანდალთან ΑΑΔΕ-ს თანამშრომლების კავშირს იკვლევს

საბერძნეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო შემოსავლების ადმინისტრაციამ (ΑΑΔΕ) დაიწყო მოკვლევა იმის დასადგენად, ხომ არ მონაწილეობდნენ საგადასახადოს თანამშრომლები საცხობების ქსელ „Χωριάτικο“-ს საქმეში, რომელიც გადასახადებისგან თავის არიდებისა და ფულის გათეთრების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიების ცენტრში მოექცა.

კერძოდ, ΑΑΔΕ-ს ხელმძღვანელის, გიორგოს პიცილისის დავალებით, შიდა საქმეთა დეპარტამენტი წერილობით მიმართავს საბერძნეთის პოლიციის შესაბამის სამსახურებსა და საგამოძიებო ორგანოებს.

მოკვლევის მიზანია დადგინდეს, არსებობს თუ არა ჩატარებული გამოძიების შედეგად ან შესაბამისი უწყებების ხელთ არსებული მასალების საფუძველზე რაიმე მტკიცებულება, რომელიც ΑΑΔΕ-ს კონკრეტული თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზე მიუთითებს.

ამასთან, უწყება მოითხოვს ყველა ხელმისაწვდომი მტკიცებულების ოფიციალურად გადაცემას, რომელიც შესაძლოა მის თანამშრომლებთან დაკავშირებულ შესაძლო უკანონო საქმიანობას ეხებოდეს. მიღებული მასალები შემდგომში საქმის ფარგლებში დეტალურად იქნება შესწავლილი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *