დასავლეთ საბერძნეთში უამინდობის ფენომენმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია
დასავლეთ საბერძნეთში უამინდობის ფენომენმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია
უამინდობის ფენომენი დასავლეთ საბერძნეთში უკვე მეორე დღეა გრძელდება. იპიროსს დიდი მატერიალური ზიანი მიადგა ძლიერი წვიმის შედეგად, რომელმაც წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. წყალდიდობის შედეგად დაიტბორა გზები და მიწისნაკვეთები.
საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სადგური აცხადებს, რომ უამინდობის ფენომენი დღესაც, 20 ნოემბერსაც გაგრძელდება და არამხოლოდ იპიროსს, არამედ იონიის ზღვის კუნძულებსაც გადაუვლის.
მეტეოროლოგები მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
Facebook Comments Box
