Latest news
ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა რა ჰქონდათ განზრახული დამნაშავეებს და რატომ მიატოვეს მირტო ქუჩაში 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის წინააღმდეგ ახალი საჩივარი შეიტანეს იასამნისფერი გზა, რომელიც თავს ზღაპრის გმირად გაგრძნნობინებთ საბერძნეთის ინიციატივას, არასრულწლოვნებისთვის სოც.მედიაზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით კვიპროსი... Cosmote Telekom-ი მეტალიკას კონცერტზე დასასწრებ ბილეთებს ათამაშებს როდემდე უნდა გადავცვალოთ ძველი პირადობები ირაკლიო: ციხიდან გაქცეულმა პატიმარმა გზად ქალი დააყაჩაღა
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

ევროვიზია: 5 თვის შემდეგ ისრაელის წარმომადგენელმა მარინა სატის დამთქნარების საპასუხოდ განცხადება გააკეთა

ევროვიზია: 5 თვის შემდეგ ისრაელის წარმომადგენელმა მარინა სატის დამთქნარების საპასუხოდ განცხადება გააკეთა

ედენ გოლანი ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა რომ ზიზღის სიმბოლო გახდებოდა. თუმცა ეს არის ის, რაც მოხდა, როცა 2024 წლის ევროვიზიაზე ისრაელის წარმომადგენელი გახდა.

სადაც არ უნდა წასულიყო ყველგან ხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ისრაელის ქმედებას აპროტესტებდნენ. ედენ გოლანს ერთ-ერთი გამოსვლისას გამართული პროტესტი იმდენად ხმაურიანი იყო, რომ მომღერალს საკუთარი ხმა არ ესმოდა. 

ედენმა Hollywood Reporter-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მარინა სატიზეც ისაუბრა: “ შემზარავი იყო, ჩემი ხმა საერთოდ არ ისმოდა. იუთიუბზეც დევს ეს ვიდეო. სანამ სცენაზე გავიდოდი დარწმუნებული ვიყავი რომ ხალხის პროტესტი ხელს არ შემიშლიდა, მაგრამ სცენაზე გასვლისას მივხვდი, რომ საკუთარი ხმის ნაცვლად ხალხის შეძახილები მესმოდა. მაგრამ ამან არ შემაშინა, პირიქით ჩემში ცხოველი გააღვიძა, რომელიც რამდენჯერაც საჭირო იქნებოდა ამის გაკეთება, იმდენჯერ გამოვიდოდა სცენაზე.” მარინა სატის საქციელთან დაკავშირებით ედენ გოლანმა განაცხადა: “წარმატებებს ვუსურვებ. იმედია მარიაც და კონკურსის სხვა მონაწილეებიც ოცნებებს რეალობად აქცევენ. კარგ ცხოვრებას და ბედნიერებას ვუსურვებ მათ.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *