ეფსტეინისა და პრინცი ენდრიუს კავშირთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება
ეფსტეინისა და პრინცი ენდრიუს კავშირთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება
ეფსტეინისა და პრინცი ენდრიუს კავშირთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება. საქმის ერთ-ერთი ანონიმური მოწმე, კერძოდ მოცეკვავე აცხადებს, რომ პალმ ბიჩზე გამართულ წვეულებაზე მას სექსუალური კავშირის დამყარება აიძულეს პრინც ენდრიუსთან.
მოცეკვავის ადვოკატი აცხადებს, რომ მის კლიენტს არ ჩაურიცხეს შეთანხმებისამებრ გაწერილი თანხაც, რომელიც წვეულებაზე შოუსთვის უნდა მიეღო.
ანონიმური მოწმე აცხადებს, რომ სახლში ნახა არასრულწლოვანი გოგონები, რომელთა ასაკიც 14 წელს არ სცდებოდა.
შეგახსენებთ, რომ 1998 წელს ეპშტეინმა 8 მილიონ დოლარად კუნძული, სახელად Little St. James შეიძინა, სადაც ხშირად იღებდა სტუმრებს. მათ შორის იყვნენ პოლიტიკური ლიდერები, მეცნიერები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა გავლენიანი პირები. ჯეფრი იქ თვეში ორჯერ ან სამჯერ ჩადიოდა და რამდენიმე დღით რჩებოდა. კუნძულის ყოფილი თანამშრომლის თქმით, იქ ყოველთვის იყვნენ ლამაზი ქალები. ზოგიერთი მათგანი კი არასრულწლოვანიც იყო.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, კუნძულზე გოგონები ჯეფრის მეგობარს, გისლეინ მაქსველს მიჰყავდა, იქ მისულები კი ძალადობის მსხვერპლნი ხდებოდნენ. კავშირის სანაცვლოდ ძირითადად კარიერის ხელშეწყობას პირდებოდნენ.
საქმის ერთ-ერთი მოწმე 14 წლის იყო, როდესაც ჯეფრი ეფსტეინი გაიცნო. მაქსველი მას ჯეფრისთვის მასაჟის გაკეთების მიზნით ურეკავდა. გოგონას თითო სესიაში 300 დოლარს უხდიდნენ. არასრულწლოვანი ოთხი წლის განმავლობაში კვირაში რამდენიმეჯერ დადიოდა ჯეფრის სახლში და მას სექსუალური ხასიათის მასაჟს უკეთებდა.
მეორე მოწმე 16 წლის იყო, როდესაც ის მაქსველმა და ეფსტეინმა გააუპატიურეს. საბოლოოდ, უამრავი გოგონა გამოჩნდა, რომელიც ჯეფრის კუნულზე არაერთხელ გამხდარა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.
ერთ-ერთი ბრალმდებელის თქმით, ეფსტეინზე მომუშავე რეკრუტერები მიზანში ახალგაზრდა ქალებს იღებდნენ, მათ გრძნობებზე თამაშობდნენ და მუქარისა და შანტაჟის გზით სტუმრებთან სექსუალურ კავშირს აძალებდნენ.
ვირჯინია რობერტ ჯუფრის თქმით, კუნძულის ერთ-ერთი ხშირი სტუმარი – ელისაბეტ მეორეს შვილი, პრინცი ენდრიუ მასზე სექსუალურად ძალადობდა. გოგონა ამ დროს 17 წლის იყო.
ეფშტეინის კუნძულის სტუმრობდნენ ბილ გეითსი, ლეონ ბოსთეინი (ბარდის კოლეჯის პრეზიდენტი), ნოამ ჩომსკი, ჯოშუა კუპერ რამო (FedEx-ის გამგეობის წევრი), არიან დე როტშილდი (Edmond de Rothschild Group-ის თავმჯდომარე), კეტრინ რუემლერი (გოლდმან საქსის გენერალური მრჩეველი), სტივენ ჰოვკინგი, დონალდ ტრამპი, ბილ კლინტონი, კევინ სფეისი, პრინცი ენდრიუ, რობერტ კენედი, ჯორჯ მიშელი, ნაომი ქემფბელი და ა.შ.
2005 წელს 14 წლის გოგონას მშობლებმა ფლორიდაში, პალმ ბიჩის ხელისუფლებას განუცხადეს, რომ ეპშტეინმა მათ ქალიშვილზე სექსუალურად იძალადა. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებამ საბოლოოდ გამოავლინა ათობით ახალგაზრდა ქალი და არასრულწლოვანი, რომლებიც ეპშტეინის მიერ, სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, საბოლოოდ მას ბრალი მხოლოდ ორი მუხლით წაუყენეს: არასრულწლოვანთა პროსტიტუცია და არასრულწლოვანთა პროსტიტუციისთვის შესყიდვა.
2008 წელს მან მოიხადა 13 თვიანი სასჯელი ციხეში და დაეკისრა სამი ათეული მსხვერპლისთვის რესტიტუციის გადახდა.
2019 წლის ივლისში ფლორიდის ხელისუფლებამ იგი არასრულწლოვანთა სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავა. საბოლოოდ ეფსტეინი ამავე წელს, ციხეში გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად სუიციდი დასახელდა, თუმცა არსებობს ვერსია, რომ იგი ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებსა და მათ წევრებზე იმდენად დიდ ინფორმაციას ფლობდა, რომ ის მოკლეს.
