ექიმებმა 14 წლის გოგონას სიცოცხლე გადაარჩინეს
ექიმებმა 14 წლის გოგონას სიცოცხლე გადაარჩინეს
ბედნიერი დასასრული აღმოაჩნდა 14 წლის გოგონას ისტორიას, რომელიც 4 აგვისტოს, მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, შეექმნა სასუნთქ გზებზე პრობლემები და საავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აღმოჩნდა.
არაერთი გამოკვლევის ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი დამძიმება გამოიწვია ენტეროვირუსმა. ვირუსის შედეგად გოგონას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე განუვითარდა ანთება. აღნიშნული გართულება 100 000-დან 0,81-1,91 შემთხვევაში ხდება.
აღნიშნულმა გართულებამ გოგონას სრული პარალიზირება გამოიწვია, თუმცა საბედნიეროდ ექიმების დროული რეაგირების შედეგად გოგონას მდგომარეობიდან გამოყვანა მალევე მოხერხდა.
14 წლის გოგონა გონს 10 დღის შემდეგ, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე მოვიდა და პირველი რაც ითხოვა იყო ჩახუტება და მადლობის გადახდა იმ ექიმებისთვის, რომლებმაც გადაარჩინეს.
“დღეს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე მოხდა ის, რაზეც ყველა ინტენსიური თერაპიის განყოფილების ექიმი ოცნებობს. ბავშვის ღიმილმა სიკვდილი დაამარცხა. ხელგაშლილმა პაციენტმა უდიდესი ღიმილი, სიყვარული და ჩახუტება გვაჩუქა. მითხარით, რა უნდა ინატროს ამაზე მეტი ექიმმა?! თუ ერთი ბავშვის გადარჩენა შევძელით, შეგვიძლია გადავარჩინოთ მთელი სამყარო.” – განაცხადა ინტენსიური თერაპიის განყოფილების დირექტორიმა, ანდრეას ილიადისმა.
