Latest news
ΕΦΕΤ-მა ქათმის გაყინული ბურგერების გაყიდვიდან ამოღების განკარგულება გასცა - პროდუქტში სალმონელა აღმო... საბერძნეთში COVID-19-ის 114 და გრიპის 52 ახალი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა დაფიქსირდა რატომ გაიგზავნა კვიპროსში საბერძნეთიდან 28 000 ყალბი პრეზერვატივი Pizza Fan-ის მფლობელის ვილის ჩხრეკისას მილიონ ევროზე მეტი აღმოაჩინეს ათენში მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის პაქტის თემაზე შეხვედრა გაიმართა კრეტა: 21 წლის ახალგაზრდამ აფთიაქი სახრახნისით დააყაჩაღა საბერძნეთში კომპენსირებადი მედიკამენტების სიას 235 ახალი პრეპარატი დაემატება 25 ოქტომბერს საათის ისრები 1 საათით უკან გადაიწევს Pizza Fan-ის მფლობელი საგადასახადო დარღვევისთვის დააკავეს ნიკოს ხარდალიასის გეგმა ათენში 12 თვის განმავლობაში უწყვეტ ტურიზმს ითვალისწინებს
პარასკევი, ოქტომბერი 23, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ვაუჩერების მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო

ვაუჩერების მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო

დღეს, 12 საათიდან 750 ევროიანი ვაუჩერის მისაღებად სარეგისტრაციო პლატფორმა გაიხსნა.

რეგისტრაციისთვის უნდა გადახვიდეთ ბმულზე: https://www.dypa.gov.gr და აირჩიოთ: «Προγράμματα αναβάθμισης δεξιοτήτων και επανακατάρτισης σε κλάδους υψηλής ζήτησης με έμφαση σε δεξιότητες ψηφιακές, πράσινες και οικονομικού εγγραμματισμού»

დასაქმების საჯარო სამსახურის ახალი გადასამზადებელი პროგრამა მიზნად ისახავს საბერძნეთის კერძო სექტორის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას.

აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 174 მილიონ ევროს შეადგენს და გათვლილია კერძო სექტორში დასაქმებულ პირთათვის, რომლებიც დაესწრებიან ტრენინგებს რის შედეგადაც აიმაღლებენ კვალიფიკაციას და გაამრავალფეროვნებენ CV-ს.

პროგრამაში მონაწილეები დაესწრებიან ტრენინგებს, რომელთა საერთო ხანგრძლივობაც შეადგენს 150 საათს. ტრენინგები ჩატარდება დისტანციურად.

750 ევროიან ვაუჩერებს მონაწილეები მიიღებენ პროგრამის დასრულების შემდეგ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *